საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

AutoSharing Option
23 აპრილს ვარშავაში ევროპის ჩემპიონატის გუნდური შეჯიბრი გაიმართა.

ფინალში საქართველოს ნაკრები რუსეთს შეხვდა, ანგარიშით 3:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

პირველი საჭიდაოდ ვაჟა მარგველაშვილი (66) გავიდა. შეხვედრის ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და დაპირისპირება ოქროს ქულამდე გაგრძელდა, რომელიც საბოლოო ჩვენებურმა მოიპოვა და საქართველო დააწინაურა - 1:0.

სამწუხაროდ მეორე შეხვედრა ლაშა შავდათუაშვილმა (73) იპონით დათმო - 1:1.

მესამე საჭიდაოდ ზებედა რეხვიაშვილი (81) გავიდა, რომელიც სამწუხაროდ ასევე დამარცხდა. ოქროს ქულისთვის ბრძოლაში რუსმა პირველად აუღო ქულა და რუსეთი დაწიანურდა - 1:2.

მეოთხე
უკვე ბექა ღვინიაშვილი (90) გამოვიდა და ანგარიში გაათანბრა - 2:2. ღვინიაშვილმა მეტოქე ვაზარზე დააგდო, შემდეგ შებოჭა და სასურველი გამარჯვებაც მოიპოვა.

ბოლო კი საჭიდაოდ ევროპის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (+100) გავიდა, მეტოქე იპონზე დააგდო და საქართველოს გამარჯვება მოუტანა - 3:2.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ქართველებმა გუნდურ შეჯიბრებაში იტალია, სერბეთი და უკრაინა დაამარცხეს.

- Georgia’s national team of judokas wins European Championship
მკითხველის კომენტარები / 10 /
მალხაზ მეგობარო რუსეტის გუნდური ნაკრები დაკომპლექტებული იკო რეიტინგის მეასე და ას მეოცე ადგილებზო რომ არიან ცჰვენები კი აბა გაიხსენე რეიტინგსჰი მერამდე ადგილებზე არიან ასე რომ გასახარებელი მიტუმეტეს სატარაბახო არაპერი გვაქვს, ამ დუნდური მოგებიტ გადაპარეს ზირიტადი პრობლება,და კიდევ გუნდური ცჰემპიონობა ზიუდოს სამკაროსჰი ბევრს არაპერს არ ნისჰნავს.
maxos
13:33 24-04-2017
0
ხალხი არა ხართ ფედერაციის მისამართით ვამბობ დაიღალა შავდათუაშვილი ამ ვიზიტ ტურებით და იქნებ ვინმეთი ჩაანაცვლოთ ეუროპა აზია ამერიკის ნახვა ყველას სურვილია უფასოდ ხოლო ტატამზე წამოგორებას ბევრი ლაშაზე უკეთესად მოახერხებს
koki
10:35 24-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული