26 წლის სპორტსმენის რჩეული თამუნა გვენეტაძეა. წყვილი რამდენიმე თვის წინ დაინიშნა, ქორწილი კი გუშინ გადაიხადეს. პატარძალს გამორჩეული კაბა ეცვა ძალიან გრძელი შლეიფით. წვეულების ბოლოს წყვილმა 7-სართულიანი ტორტი გაჭრა.
თამუნა და ავთანდილი დიდი ხნის მანძილზე იყვნენ შეყვარებული. ჭრიკიშვილის მეუღლე მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობს.
ავთანდილ ჭრიკიშვილი ევროპის 3-გზის და მსოფლიოს ჩემპიონი 81 კგ. წონით კატეგორიაში. ასევე მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი, ევროპის 3-გზის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული.
წყარო: ambebi.ge
თამუნა გამოუშვით რა ავთო საჭიდაოდ ხანდახან :))))