ევროპის ჩემპიონატი კადეტებში: ქართველების სამი ოქრო და თითო ვერცხლი და ბრინჯაო

AutoSharing Option
ლიტვის ქალაქ კაუნასში მიმდინარე კადეტ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ვაჟ და გოგონათა ნაკრებებმა პირად შეჯიბრში გამოსვლა სამი ოქროს და თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

აღსანიშნავია, რომ სამი ოქროდან ერთი გოგონამ მოგვიტანა - კონტინენტის ჩემპიონი სოფიო სომხიშვილი (+70) გახდა, რომელმაც ოთხივე შეხვედრა იპონით მოიგო.

ვაჟებიდან ევროპის ჩემპიონობა მიხეილ ბახბახაშვილმა (-66) და ლაშა ბექაურმა (-73) მოიპოვეს. ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა მიხეილ ბექაური (-90), ბრინჯაო კი ლევან ჭელიძემ (+90) დაისაკუთრა.

Sportall.Ge

სამწუხაროდ, მესამე ადგილისთვის შეხვედრები დათმეს მარიამ ჭანტურიამ (-63) და ილია სულამანიძემ (-81).

კაუნასში კადეტ
ძიუდოისტთა ჩემპიონატი 2 ივლისს, გუნდური პირველობით დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული