ჭრიკიშვილის გარეშე - ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია

AutoSharing Option
გამოცხადდა საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა, რომელიც აგვისტოს ბოლოს ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონატში იასპარეზებს.

ირაკლი ცირეკიძეს იქ წასაყვანი 8 კაცი ადრევე ჰყავდა შეგულებული, თუმცა მათ ვინაობას არ აცხადებდა, მინსკის ტურნირის შემდეგ კი მეცხრე მონაწილეც დაასახელა - უშანგი მარგიანი (90).

იმ ტურნირზე გადასაწყვეტი ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ ეს იყო - სამი კანდიდატიდან აერჩია უკეთესი, ამ არჩევანმა კი სახლში დატოვა ლაშა გიუნაშვილი (66) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (90).

საქართველოს ნაკრები
60 კგ. ამირან პაპინაშვილი
66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი
73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ.
ზებედა რეხვიაშვილი
90 კგ. ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი
100 კგ. ვალერი ლიპარტელიანი
+100 კგ. გურამ თუშიშვილი, ადამ ოქრუაშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 32 /
ავთო გენაცვალე მაგ გულში. გული და სულით ველოდები შენ დაბრუნებას. შენ ხომ ქართველი ლომი ხარ!!!!!
ლელო
26 ივლისი 2017 12:21
0
რატო უნდა წაეყვანათ ჭრიკი? თუ სიმართლეს შევხედავთ თვალში რაც წონა შეიცვალა ავთო დაკარგულია... არ ვიცი რამდენად შეძლებს 81 წონაში დაბრუნებას მაგრამ 90-ში იგივეა რაც ადამა მძიმეში...
მიროსან
26 ივლისი 2017 12:16
0
კვირკველიას რაც შეემთხვა მგონი იგივე მოუვიდა-მოუვა ავთოს - ოლიმპიადის ფავორიტს ხელი მოეცარა და უკვე ვეტერანმა "ჩამოწერილმა" ოქრო დადო - რთული გზა დაძლია - ავთოც დაძლევს და თავის ოქროს დადებს - ახლა რთული დროება აქვს, გვერდში დგომა უნდა
გიორგი
26 ივლისი 2017 12:13
0
კაცი დაოჯახდა...ამის გამო როგორც ჩანს ფორმაში არაა..
გიო
26 ივლისი 2017 11:57
0
რასაც ქვია ავთო დაღუპეს "კეთილისმსურველებმა"!!! ავთო მოიკრიფე ძალა და ისევ 81-ს დაუბრუნდი!!! საცოდაობაა ასე კარიერის დასრულებისკენ მიდიხარ! წარმატებებს გისურვებ!
პაატა
26 ივლისი 2017 11:48
0
ჩემი აზრით უნდა წაეყვანათ მაინც იმედი გვექნებოდა მედლის და ეხა
gia
26 ივლისი 2017 11:42
0
გული დაგვწყდა ჭრიკიშვილზე, იმდენი გამართლებული მოლოდინი გვახსოვს მისგან,მებრძოლი ბიჭია და მოვა ფორმაში, ისე საინტერესოა მისი და ღვინიაშვილის დუელი როგორ სრულდება ხოლმე თუ სპარინგობენ.
ბექა
26 ივლისი 2017 11:37
0
ჭრიკო თუ არ დაუბრუნდა 81-ს ის დაკარგავს ნაკრებში ადგილს , ჩვენ- მედლებს
Irakli apkhaidze
26 ივლისი 2017 11:37
0
რისთვის უნდა წაეყვანათ? იმისათვის რომ პირველივე შეხვედრა წაეგო??
ჯალალედინი
26 ივლისი 2017 11:34
0
რისთვის უნდა წაეყვანათ? იმისათვის რომ პირველივე შეხვედრა წაეგო??
ჯალალედინი
26 ივლისი 2017 11:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული