ახალგაზრდა ძიუდოისტებმა უნგრეთი დაიპყრეს - 4 ოქრო, 1 ბრინჯაო, 2 ვერცხლი

AutoSharing Option
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა საუკეთესო შედეგი აჩვენა.

უნგრეთის ქალაქ გიორში მიმდინარე ფესტივალზე ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრები 12 სპორტსმენით წარდგა და მათმა უმეტესობამ მედალი მოიპოვა.

27 ივლისს გიორგი ჩიხელაძის (-66 კგ, ოქრო), მარიამ ჭანტურიას (-63, ოქრო), ბექა წიფიანისა (-55კგ, ვერცხლი) და  ვლადიმერ ახალკაცის (-81, ბრინჯაო) მიერ მოგებულ მედლებს დღეს მიხეილ ბექაურმა (-90, ოქრო), ლევან ჭელიძემ (+90, ბრინჯაო) და სოფიო სომხიშვილმა  (+70 ოქრო) თავისი წილი ჯილდოები შემატეს.

საბოლოოდ, 4 ოქროთი, 1 ვერცხლითა და 2 ბრინჯაოთი, საქართველოს ნაკრებმა საუკეთესო შედეგი აჩვენა.

ხვალ, 29 ივლისს, გუნდური შეჯიბრი გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ნიჩბოსანს აქვს შანსი
ფოთი
15:01 29-07-2017
0
თქვენ გენაცვალეთ,რომ ასე ახარებთ ჩვენს ხალხს,თორემ ჩვენი ფეხბურთისა და მისი ნაძირალა თავკაცების შემხედვარე გული შეიძლება გაგისკდეს კაცს!
სოსო
10:26 29-07-2017
0

სიახლეები პოპულარული