გუშინ, 19 ნოემბერს, პრაღაში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი.
სამწუხაროდ, გუშინდელი დღე ქართველებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ქართველმა ძიუდოისტებმა პირველი დღე უმედლოდ დაასრულეს.
რაც შეეხება დღევანდელს, დღეს ერთდროულად 3 ძიუდოისტი იასპარეზებს:
73 კილოგრამი - ლაშა შავდათუაშვილი
81 კილოგრამი - ლუკა მაისურაძე, ტატო გრიგალაშვილი
წინასწარი შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი - 19:00 საათიდან.