საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ესპანეთზე, რუსეთსა და საფრანგეთზე წინ - დღეს გუნდური შეჯიბრებაა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვაჟთა და ქალთა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული 4 მედალი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სარეკორდოა.

შეგახსენებთ, ოქროს მედალი ოლიმპიურმა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) მოიპოვა, ფინალში ტატო გრიგალაშვილი (-81) დამარცხდა, ხოლო ბრიბჯაოს მედლის მფლობელები ილია სულამანიძე და ვარლამ ლიპარტელიანი (ორივე -90) გახდნენ. საქართველოს ნაკრების კაპიტან, 32 წლის ლიპარტელიაისთვის ეს მსოფლიო პირველობაზე მოპოვებული მე-6 მედალია (3-3 ვერცხლი და ბრინჯაო).

ინდივიდუალური ასპარეზობის უკანასკნელი დღის წინ, ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე ვიყავით და
იაპონიასაც კი ვუსწრებდით. საბოლოოდ, საერთო რეიტინგში მეორე ადგილზე დავასრულეთ - ესპანეთზე, რუსეთსა და საფრანგეთზე წინ.

Sportall.Ge




ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი დღეს, 13 ივნისს გუნდური ასპარეზობით გაგრძელდება. საქართველოს ნაკრები ჯგუფში საფრანგეთთან, ნიდერლანდებსა და კუბასთან მოხვდა.შეგახსენებთ, გუნდური პირველობა შერეული პრინციპით ( 3 ვაჟი, 3 ქალი) ტარდება.




altსულამანიძემ და ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ტურნირზე,ორმა ჩვენმა მოჭიდავემ(ეთერ ლიპარტელიანმა და ბექა ღვინიაშვილმა),კურიოზული მიზეზების გამო განიცადა მარცხი.რაღაც ძალიან ხშირად გვიხდება სამწუხარო კურიოზები.ეტყობა მხოლოდ წმინდა საჭიდაო მომზადება არ კმარა,სხვა ნიუანსებიც უნდა ასწავლონ სპორტსმენებს და მათ მომსახურე პერსონალს,რომ მერე ასე ნირწამხდრები არ დავრჩეთ.არადა ეთერსაც და ბექასაც მშვენიერი შანსები ჰქონდათ,მედლებისათვის საბრძოლველად.
სოსო
12:26 13-06-2021
0

სიახლეები პოპულარული