მესამე საშეჯიბრო დღე მედლის გარეშე - ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე

AutoSharing Option
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ტატამიზე 2 ქართველი ძიუდოისტი, ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი წარსდგნენ.

- 73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და შიდოების ხარჯზე ჯერ შვეიცარიელი ნილს სტამპი, მერვედფინალში კი ჯოვანი ესპოსიტოს სძლია, მეოთხედფინალში სოიჩი ჰაჩიმოტოსთან ვაზარით დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ბრაზილიელ დანიელ კარნინისთან ვაზარით დამარცხდა.

- 57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა მეორე წრეში სერბი მარიცა პესენიჩი იპონით დაამარცხა, მერვედფინალში იტალიელ ვერონიკა ტონიოლოს ხელის მტკივნეულით სძლია, თუმცა მეოთხედფინალურ ეტაპზე
იაპონელ ჰარუკა ფუნაბუკოსთან ნევაზათი დამარცხდა, რეპეშაჟში კი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ჯესიკა კლიმკაიტთან იპონით წააგო.

შეგახსენებთ, ხვალ 9 ოქტომბერს, ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე - 81 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული ტატო გრიგალაშვილი იასპარეზებს.

altშავდათუაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა - ის რეპეშაჟში იასპარეზებს

მკითხველის კომენტარები / 16 /
შავდათუაშვილი ჩხვიმიანი და ლიპო მართლაც ტურისტებად იყვნენ ჩასულები...მაგრამ ქართულ სენს რა ვუყოთ ავტორიტეტებს ყველაფერი ეკუთვნით... ლაშაზე ვიცოდი ფორმაში რომ არ იყო მაგრამ ესე რომ ერთი ილეთიც ვერ დაიწყო არ მეგონა ....... ახალგაზრდები თუ გვიშველიან რაღაცას ვნახოთ ....
გაგი
09 ოქტომბერი 2022 08:25
0
ერთადერთი ქართველი ყოჩაღობს საჭიდაო სახეობებში,დათუნაშვილი და ისიც სერბეთის სახელით.
ჯუჯი
09 ოქტომბერი 2022 00:42
4
შეკითხვა მაქვს შავდათუაშვილთან.რა ნამუსით და რისი იმედით მიდის მსოფლიოზე როდესაც იცის რომ ფორმაში არ არის.
jiji
09 ოქტომბერი 2022 00:22
1
გასაგებია რომ ქართველებზე უნდა დაიწეროს უპირველესად ,მაგრამ შედეგი მშრალად მაინც დადეთ ვინ რომელ ადგილზე გავიდა.
rable
08 ოქტომბერი 2022 20:46
0
რასაც ვუყურებთ ძალიან მოუმზადებლები ჩანან. სავდათუაშვილმა 4 ორთაბრძოლაში ერთი ილეთიც კი ვერ შეასრულა.
niko
08 ოქტომბერი 2022 20:36
1
პირველად გავიგე რომ გამორჩეულ მოწინაარმდეგეებთან (უზბეკეთი, ისრაელი) ერთობლივ შეკრებას მართავდეს ვინმე და თანაც ზედ ტაშკენტში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის წინ...ილიადისის ( არაა მაგ კაცი ზვიადაური) ჩაწყობილია ეგ შეკრება!!! ახლა გამოჩნდა რომ ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა კარგად იხეირეს ამ საერთო შეკრებით...როცა დავწერე რომ გუჯეჯიანს თავში აუვარდა და ღვინიაშვილის დაჩაგვრა არ ეგების მეთქი..არავინ არ დამიბეჭდა ..არსებობდა ერთმანეთში დაჭიდების პრაქტიკა ვინც მოიგებდა ის დაიკავებდა ადგილს ეროვნულ გუნდში..ახლა რა ვქნათ მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფი ( ღვინიაშვილი) არ ჩასვეს გუნდში???!!! ლიპარტელიანი რომელიც გუნდში სიტუაციას ძაბავდა ის წაიყვანეს????!!! უსამართლობაა არაფერში არ ვარგა....3 დღის განმავლობაში ერთი ილეთი >>> მე ძალიან მიყვარს ჩემი ნაკრები და ვაღმერთებ მის ბრწყინვალე ძიუდოისტებს..არავინ დამაბრალოს ჩასაფრებულის პოზიცია..ვიძახი რაც გულს მიხეთქავს...ღვინიაშვილს ცუდად მოექცენ!!! და ბასტა ..ამას არ შეიძლება არ ემოქმედა გუნდზე...დათუნააიშვილის მაგალითი თვალწინ გვაქვს..არ მინდა ეს რომ ბექას მიმართებით განმეორდეს..ყველა ჩემი მეგობარისათვის ღვინიაშვილი არის ღმერთის მიერ ბოძებული ტალანტი!!! ..და თანაც როგორც პიროვნება უზადო...მე მესმის რომ ტაშკენტით არ მთავრდება ძიუდოს ისტორია საქართველოში!!!! სასწრაფოდ უნდა დაიხვეწოს ეროვნული ნაკრების კანდიდატების შერჩევის კრიტერია!!!!
ნუგზარ ნუცუბიძე
08 ოქტომბერი 2022 20:05
1
დაველოდოთ მეგობრებო, სხვა რა დაგვრჩენია... იქნებ, სხვებმა მაინც მოგვწმინდონ ნამუსი... გასკდა გული... სა-ქარ-თვე-ლო.......
გიორგი 50
08 ოქტომბერი 2022 19:55
1
beqauris garda iaponelebs veravin ver ugebs samcuxarod
chiva
08 ოქტომბერი 2022 17:59
1
აშკარაა ახალბედები ჩრდილში არიან
უსინდისიბაა ეს ბატონებო!
თენგო
08 ოქტომბერი 2022 17:40
2
უკვე სამი დღეა,ქართველები გდებას ვერ აკეთებენ.მხოლოდ ვაჟა მარგველაშვილმა შესძლო,ეთერ ლიპარტელიანმა კი,ორივე ბრძოლა,შებოჭვით წააგო და აშკარად გამოჩნდა,სადა აქვს,სუსტი წერტილი.ჩხვიმიანიც და შავდათუაშვილიც,მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონები არიან,ვაჟასთან ერთად,ბოლო ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსნები,მათ კლასში ეჭვის შეტანა,სისულელეა,მაგრამ მათ მზადებაში რომ შეცდომები ჩანს დაშვებული,ესეც ცხადია.
სოსო
08 ოქტომბერი 2022 16:33
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული