ქართული ფინალი არ შედგება - ბექაური და მაისურაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ

AutoSharing Option
ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მე-5 საშეჯიბრო დღეს ორი ქართველი ძიუდოისტი, ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე, ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

სამწუხაროდ, ლუკა მაისურაძე იტალიელ კრისტიან პარლატისთან ბოლო წამზე იპონით დამარცხდა, ლაშა კი უზბეკ დავლათ ბობონოვთან აკრძალული ილეთის გამო, მსაჯის გადაწყვეტილებით, დამარცხდა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ლუკა მაისურაძე კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესს დაუპირისპირდება, ლაშა ბექაური კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
უაზრო გადაწყვეტილება (ალბათ უზბეკური მასპინძლობის ხათრით მიზანმიმართული) გადაწყვეტილება იყო, ვერავინ ვერ გაიგო რელურად რატო მოხსნენს.
Irakli Apkhaidze
10 ოქტომბერი 2022 15:52
2
ბექაურს არ აცალეს ჭიდაობა! აშკარად ჩანდა, რომ ილეთის გაკეთების დროს შუბლი დადო ტატამზე და მერე გადაატრიალა! წინა მათ შეხვედრაში ოლიმპიადაზე ბობონოვი მოხსნეს მასე და ვალი დაუბრუნა მსოფლიოზე!
მწვრთვნელი
10 ოქტომბერი 2022 14:35
1
დასანანი მარცხი იყო... მსაჯის მონაწილეობით. წარმატებები ორივეს "ბრინჯაოსთვის" ბრძოლაში...
tngh
10 ოქტომბერი 2022 15:11
0
აი ხომ ვამბობდიიიიიი @@@ ბობონოვს ფინალშიც გაათრევენ და იქაც მიართმევენ ლანგარზე ოქროს მედალს @ ძალიან დიდი უსამართლობები ხდება ირთაბრძილების სპორტ სახეობებში და ამ უსამართლობებსი ყოველთვის ჩვენ ვიჩაგრებით @@@ თუმცა იმედი მაქცს რომ იტალიელები ასე ადვილად არ შეარჩენენ და ბოლომდე ჩაყვებიან და ანანებენ ! (მარტო ჩვენ ვართ ასეთი დამჯერები და ამიტომ გვაჩმორებენ და გვჩაგრავენ ყველგან@@@)
zura222
10 ოქტომბერი 2022 14:36
1
მეც მეჩვენება თითქოს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას დაამსგავსეს. მალე ტატამიდან გაყვანით და გაფრთხილებებით მოგებას ეცდება ყველა
:)))))))))))
10 ოქტომბერი 2022 16:51
1
ეს ბექაური მაგარი კი გამეტიჩარდა. არასერიოზული ტიპია
ჯჯჯ
10 ოქტომბერი 2022 15:15
23
რა იყო თქვე კაი ხალხო!
@@
10 ოქტომბერი 2022 15:03
1
ტატო გრიგალაშვილმა,მსაჯებთან უფრო მეტი იბრძოლა,ვიდრე მეტოქეებთან.ლაშას ბრძოლის საშუალებაც აღარ მისცეს,ბრძოლიდან მოხსნეს.თავისუფალი და ბერძნულ რომაული ჭიდაობა,ლამის ოლიმპიური დისციპლინებიდან ამოაგდონ,ისე წაახდინეს და დაამახინჯეს.თანდათან ძიუდოც მათ კვალზე გადადის.ფინალებისათვის აღარც მიყურებია.ინტერესი დავკარგე.
სოსო
10 ოქტომბერი 2022 18:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული