ქართული ფინალი არ შედგება - ბექაური და მაისურაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ

AutoSharing Option
ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მე-5 საშეჯიბრო დღეს ორი ქართველი ძიუდოისტი, ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე, ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

სამწუხაროდ, ლუკა მაისურაძე იტალიელ კრისტიან პარლატისთან ბოლო წამზე იპონით დამარცხდა, ლაშა კი უზბეკ დავლათ ბობონოვთან აკრძალული ილეთის გამო, მსაჯის გადაწყვეტილებით, დამარცხდა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ლუკა მაისურაძე კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესს დაუპირისპირდება, ლაშა ბექაური კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ტატო გრიგალაშვილმა,მსაჯებთან უფრო მეტი იბრძოლა,ვიდრე მეტოქეებთან.ლაშას ბრძოლის საშუალებაც აღარ მისცეს,ბრძოლიდან მოხსნეს.თავისუფალი და ბერძნულ რომაული ჭიდაობა,ლამის ოლიმპიური დისციპლინებიდან ამოაგდონ,ისე წაახდინეს და დაამახინჯეს.თანდათან ძიუდოც მათ კვალზე გადადის.ფინალებისათვის აღარც მიყურებია.ინტერესი დავკარგე.
სოსო
18:20 10-10-2022
0
უაზრო გადაწყვეტილება (ალბათ უზბეკური მასპინძლობის ხათრით მიზანმიმართული) გადაწყვეტილება იყო, ვერავინ ვერ გაიგო რელურად რატო მოხსნენს.
Irakli Apkhaidze
15:52 10-10-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული