მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მერვედფინალში იაპონიის მოქმედი ჩემპიონი კოსუკე მაშიიამა დაამარცხა, მეოთხედფინალში ბრაზილიელ რაფაელ მასედოს სძლია, შემდეგ ეტაპზე კი კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესი 37 წამში იპონით დაამარცხა, სამწუხაროდ, ნახევარფინალში ლაშა მსაჯების გადაწყვეტილებით უზბეკ დავლათ ბობონოვთან დამარცხდა, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილს იპონით სძლია.
ლუკა მაისურაძემ ტურნირი ლიბანელის სახელით მოასპარეზე საგაიპოვთან გამარჯვებით გახსნა, მერვედფინალში მონღლ ალტანბაგანა გატულგას სძლია, მეოთხედფინალში კი ესპანეთის სახელით
მსოფლიოს ჩემპიონატის მე-5 დღეს საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალია. ხვალ, 11 ოქტომბერს, ტატამზე -100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე წარდგებიან.
მე რაც დავინახე იყო ის, რომ ბობონოვმა თავის დახმარებით აიცილა ტატამზე ბეჭების დარტყმა ანუ იპონი. რამდენადაც მახსოვს მსგავსი მოქმედებისათვის რამდენიმე წლის წინ ბექა ღვინიაშვილი მოხსნეს შეჯიბრიდან.
ერთი რამე კიდევ აწონვის ინციდენტის მერე ძალაუნებურად გიჩნდება ეჭვი....
გთხოვთ ვინმე სპეციალისტს აახსნევინეთ რეალური მიზეზი