გრიგალაშვილის ოქრო, მაისურაძის ბრინჯაო და საქართველოს ნაკრების პირველი ადგილი პარიზის გრანდ სლემზე [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 5 თებერვალს პარიზის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს -81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა

ევროპისა და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა გრანდ სლემის ფინალში გერმანელი ტიმო კაველიუსი იპონით დაამარცხა.

ტატომ ფინალისკენ მიმავალ გზაზე იტალიელი ლორენცო პაროდი, იაპონელი კენია კოჰარა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილი დაამარცხა.

-90 კგ წონით კატეგორიაში კი ბრინჯაოს მედალს ლუკა მაისურაძე დაეუფლა, მოქმედმა ევროპის ჩემპიონმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჩეხ დევიდ კლამერტს სძლია.

ლუკამ ლიბანელი
კარამნობ საგაიპოვი, ბელგიელი სამი ჩუჩი და თურქი მიჰაელ ზგანკი დაამარცხა, ნახევარფინალში კი მძიმე ბრძოლაში აზერბაიჯანელ მურად ფატიევთან დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა პარიზის გრანდ სლემზე ჯამში 3 მედალი - 2 ოქრო და 1 ბრინჯაო მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში ვაჟთა შორის პირველი ადგილი დაიკავა

altტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის ფინალშია, მაისურაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

მკითხველის კომენტარები / 8 /
უჰ! შენ კი გენაცვალე ტატო! სულ გახარებული და გამარჯვებული გატაროს ღმერთმა ცხოვრების გზაზე!
ქართველი
20:33 05-02-2023
0
სტაბილურად ბრწყინვალე!
დიდხანს,დიდხანს გეკაშკაშოს ტატამზე!
მერაბი
20:40 05-02-2023
0

სიახლეები პოპულარული