ძიუდოისტი გიორგი ბენდელიანი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ვერცხლის მედალს დაეუფლა

AutoSharing Option
მარიბორში, სადაც რიგით XVII ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობენ, საქართველოს ოლიმპიური მონაგარი ვერცხლის მედლით შეივსო.

-81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ბენდელიანმა საქართველოს მედლების ყულაბას ვერცხლის მედალი შემატა.

ბენდელიანი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაება. იპონით დაამარცხა ისრაელელი და ჩეხი მეტოქეები, ნახევარფინალში გასული ვაზარით გაუმკლავდა ბულგარელ მოწინააღმდეგეს, მაგრამ ოქროს მედლისთვის შეხვედრაში თურქ სელიმ არი ემირთან ორი ვაზარით დამარცხდა და ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა.

მედლის მოპოვებასთან ახლოს იყო ირაკლი ქავთარაშვილი (-73 კგ), მაგრამ ბრინჯაოს ფინალში თურქ მეტოქესთან დამარცხდა.
იასპარეზა გოგონათა ნაკრების წევრმა ნონა
დოლიაშვილმა (-63 კგ), მაგრამ პირველ წრეში დანიელ მეტოქესთან მოგების შემდეგ ჩეხ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

100 მეტრზე ბატერფლაით ფინალური გაცურვა მე-8 შედეგით დაასრულა მოცურავე ანა ნიჟარაძემ.

100 მეტრზე ბრასით ცურვაში საკვალიფიკაციო ბარიერი ვერ გადალახა სანდრო ქვილორიამ. 01.09,39 შედეგი ნახევარფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

საგზატკეცილო ველოსპორტში რუსლან ბაბილოძემ მე-60, არჩილ უნდილაშვილმა 61-ე და გიორგი გაბრიჩიძემ 62-ე ადგილები დაიკავეს.

3X3-ზე კალათბურთელები მესამე შეხვედრაშიც დამარცხდნენ. გერმანიასთან და უკრაინასთან წაგების შემდეგ ჩვენი გუნდი პოლონეთთან დამარცხდა.
ბადროს მტყორცნელმა ვაჟა მარტყოფლიშვილმა ასპარეზობა მე-9 ადგილით დაასრულა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული