დოპინგ-სკანდალი: ირაკლი ცირეკიძის სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოჩნდა!

AutoSharing Option
ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე დოპინგის გამოყენების გამო 3-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. 3-თვიანი დისკვალიფიკაცია, რომელიც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ცირეკიძეს დოპინგის გამოყენების გამო მიუსაჯა, 19 თებერვლიდან 19 აპრილამდეა განსაზღვრული.

ცირეკიძის დისკვალიფიკაციის შესახებ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ქართულ მხარეს დღეს ოფიციალურად აცნობა.

როგორც ირკვევა, ქართველ სპორტსმენს დოპინგი 2011 წლის დეკემბერში, ტოკიოში გამართული გრანდ სლემის ტურნირის შემდეგ აღმოუჩინეს, საბოლოო გადაწყვეტილება კი, შემოწმებიდან ორი თვის შემდეგ გახდა ცნობილი.

დისკვალიფიკაციის გარდა, ცირეკიძეს ტოკიოს გრანდ სლემზე მოგებული ბრინჯაოს მედალი და ოლიმპიური თამაშებისთვის საჭირო 120 სარეიტინგო ქულაც ჩამოერთმევა, რომელიც
ამავე ტურნირზე მოიპოვა.

როგორც ფედერაციაში განმარტავენ, დოპინგის აღმოჩენის შემთხვევაში სასჯელი გაცილებით მკაცრია-ხოლმე, თუმცა ცირეკიძის შემთხვევაში 3 თვით იმიტომ შემოიფარგლნენ, რომ მის სისხლში აღმოჩენილი ნივთიერება სტიმულატორი არ არის და სპორტულ შედეგებს მნიშვნელოვნად არ განაპირობებს. ცირეკიძეს დამატებით სანქციებს ქართული მხარე არ უწესებს.

ამასთან, დისკვალიფიკაციის ვადის გათვალისწინებით, ქართველ სპორტსმენს არც 26 აპრილს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის და შესაბამისად, არც ლონდონის ოლიმპიური თამაშების გამოტოვება არ უწევს, რომელიც უფრო გვიან, ივლისის თვეში აიღებს სტარტს.

interpressnews.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
ცირეე დიდი დანაკლისი იკნება ამ სამი ტვის განმავლობასჰიი :(:(:([არა და ოლიმპიადაზე მაგის იმედი იყოოო
Judoooo
23:04 21-02-2012
0
19 თებერვლიდან 19 აპრილამდე 3 თვე რანაირად არის? კი არ "ვკლიაუზნიკობ", მაინტერესებს, თვეების რაოდენობაშია შეცდომა თუ თარიღებში.
ზეზვა
01:22 21-02-2012
0

სიახლეები პოპულარული