დოპინგ-სკანდალი: ირაკლი ცირეკიძის სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოჩნდა!

AutoSharing Option
ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე დოპინგის გამოყენების გამო 3-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. 3-თვიანი დისკვალიფიკაცია, რომელიც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ცირეკიძეს დოპინგის გამოყენების გამო მიუსაჯა, 19 თებერვლიდან 19 აპრილამდეა განსაზღვრული.

ცირეკიძის დისკვალიფიკაციის შესახებ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ქართულ მხარეს დღეს ოფიციალურად აცნობა.

როგორც ირკვევა, ქართველ სპორტსმენს დოპინგი 2011 წლის დეკემბერში, ტოკიოში გამართული გრანდ სლემის ტურნირის შემდეგ აღმოუჩინეს, საბოლოო გადაწყვეტილება კი, შემოწმებიდან ორი თვის შემდეგ გახდა ცნობილი.

დისკვალიფიკაციის გარდა, ცირეკიძეს ტოკიოს გრანდ სლემზე მოგებული ბრინჯაოს მედალი და ოლიმპიური თამაშებისთვის საჭირო 120 სარეიტინგო ქულაც ჩამოერთმევა, რომელიც
ამავე ტურნირზე მოიპოვა.

როგორც ფედერაციაში განმარტავენ, დოპინგის აღმოჩენის შემთხვევაში სასჯელი გაცილებით მკაცრია-ხოლმე, თუმცა ცირეკიძის შემთხვევაში 3 თვით იმიტომ შემოიფარგლნენ, რომ მის სისხლში აღმოჩენილი ნივთიერება სტიმულატორი არ არის და სპორტულ შედეგებს მნიშვნელოვნად არ განაპირობებს. ცირეკიძეს დამატებით სანქციებს ქართული მხარე არ უწესებს.

ამასთან, დისკვალიფიკაციის ვადის გათვალისწინებით, ქართველ სპორტსმენს არც 26 აპრილს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის და შესაბამისად, არც ლონდონის ოლიმპიური თამაშების გამოტოვება არ უწევს, რომელიც უფრო გვიან, ივლისის თვეში აიღებს სტარტს.

interpressnews.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
როგორ უნდათ ჩამოიშორონ მართლა კარგი სპორცმენი,ერევა რუსეთის ფალავანს და აღარ იციან რითი შეაჩერონ და დოპინგი მოუგონეს,ჩაუწყვენ ამაში დარწმუნებული ვარ,ჩვენ ფედერაციას არ მოწონს ცირეკიძე,ნაღდი კაცები არ უნდათ არცეთ ნაკრებში ესეა ფეხბურთშიც და ძიუდოშიც,რაგბიც თავის ჭკუაზე უნდათ რომ გადაიყვანონ,
vasiko basiladze
15:39 20-02-2012
0
100 პროცცენტით გაუჩალიჩეს, რა გახარებულები იქნებიან ზოგიერთი არაკაცები. ირაკლი ევროპის ჩემპიონიც გახდება და აუცილებლად ოლიმპიური ჩემპპიონი. ირაკლიმ იმ დროს რუსეთიც და პუტინიც ერთად დაამარცხა, მაგრამ ჩვენში ასეთები არ უნდათ და იმიტომაცაა სპორტში კარგად აქვთ საქმე. ირაკლიმ რაც გააკეთა, სხვები ვერ შეძლებენ. ირაკლი მოემზადება და აუცილებლად გახზდება ოლიმპიური ჩემპიონი.
kosta-maestro
16:41 20-02-2012
0

სიახლეები პოპულარული