პირველი მათგანი პორტუგალიაშივე ცხოვრობს, მეორე კი - ესპანეთში. ეგუტიძეს ისე ეტყობა, პორტუგალიელთა სახელით სურს გამოსვლა, ოღონდ ამჯერად საბუთების გაფორმება ვერ მოესწრო და ჩვენს ფედერაციას იქაურმა ფედერაციამ სთხოვა, მისთვის საქართველოს სახელით გამოსვლის ნება დაერთო.
შერაზადიშვილმა ჭიდაობა საქართველოში დაიწყო და სხვაგან გადასვლას არც ფიქრობს. სამი კვირის წინ მან ჩვენი სახელით ესპანეთშიც იასპარეზა ანალოგიურ ტურნირში და
შერაზადიშვილმა კოიმბრაში ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ყველა დიდი უპირატესობით მოიგო. პირველ წრეში პორტუგალიელ ფრანჩესკო მენდესს იპონით აჯობა; მერე ასევე მასპინძელ პედრო რებელოს ორი ვაზარით მოუგო; ნახევარფინალში კიდევ ერთ ადგილობრივ ფალავან ტომას ფერნანდესს ჯერ იუკო აართვა, მერე კი დააიპონა; ფინალში კი ესპანელ ალექსის როსა მოიას იუკო-ვაზარით მოუგო.
ტურნირი ეგუტიძემაც კარგად დაიწყო და ნახევარფინალში გავიდა. შეხვედრათა უმეტესობა მანაც დიდი ანგარიშით მოიგო.
დაიწყო ხორვატი ბორია მაუროვიჩის ძლევით - ორი ვაზარი აართვა, ლუქსემბურგელი ფელიქს რენინგი და პოლონელი კრისტიან ბერდზინსკი კი დააიპონა.
ნახევარფინალში ჩვენებური მინიმალური სხვაობით - იუკოთი დამარცხდა ესპანელ ვილიან მოლინასთან, რომელმაც ფინალში ხორვატ დომინიკ დრუზეტასთან წააგო. ეგუტიძემ ბრინჯაოსთვის შეხვედრა პორტუგალიელ ჟოაო მარტინოსთან გაფრთხილებებით დათმო და მეხუთეზე დარჩა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"