ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ჩილელი სპორტსმენი ალეჰანდრო სუნიგა იპონით დაამარცხა. ჩვენებურს მეტოქეს დასამარცხებლად წუთი და 39 წამი დასჭირდა (იხილეთ ფოტოგალერეა).
ამ გამარჯვებით შავდათუაშვილი შეჯიბრის 1/16-ფინალში გავიდა, სადაც ფრანგ დავიდ ლაროშეს დაუპირისპირდება. თბილისის დროით აღნიშნული შეხვედრა 14:36 წუთზე დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ 1/32-ფინალში ბეთქილ შუკვანი (60) სწორედ ფრანგს სპორტსმენთან დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ჩელიაბინსკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ლაშა შავდათუაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ფრანგი ძიუდოისტი დავიდ ლაროშე ერთხელ უკვე დაამარცხა.
ასევე იხილეთ:
ნინო სალუქვაძის წარუმატებელი სტარტი