ლაშა შავდათუაშვილმა ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება იზეიმა

AutoSharing Option
ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე 29 ივლისს 66 კგ. წონით კატეგორიაში 1/32-ფინალი გაიმართა.

ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ჩილელი სპორტსმენი ალეჰანდრო სუნიგა იპონით დაამარცხა. ჩვენებურს მეტოქეს დასამარცხებლად წუთი და 39 წამი დასჭირდა (იხილეთ ფოტოგალერეა).

ამ გამარჯვებით შავდათუაშვილი შეჯიბრის 1/16-ფინალში  გავიდა, სადაც ფრანგ დავიდ ლაროშეს დაუპირისპირდება. თბილისის დროით აღნიშნული შეხვედრა 14:36 წუთზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ 1/32-ფინალში ბეთქილ შუკვანი (60) სწორედ ფრანგს სპორტსმენთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ჩელიაბინსკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ლაშა შავდათუაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ფრანგი ძიუდოისტი დავიდ ლაროშე ერთხელ უკვე დაამარცხა.

ასევე იხილეთ:
ქართველ ოლიმპიელთა განრიგი 29 ივლისისთვის

ნინო სალუქვაძის წარუმატებელი სტარტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული