როგორც შუკვანმა 2 აგვისტოს "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.
"უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ ოლიმპიადაზე მე მივდიოდი. არ შეეძლოთ რაიმე შეეცვალათ და სხვა წაეყვანათ. 22 ივლისს შევხვდი ბიძინა ივანიშვილს, გადავიღე მასთან სურათები და ვუთხარი, რომ ვდგავარ თქვენს გვერდით, დიდი სიმპათიები მაქვს თქვენს მიმართ და ვარ ქართველ ერთან ერთად
მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გახმაურდა. შუკვანის ცნობით, აეროპორტში, ოლიმპიადაზე გამგზავრებისას, ქართული დელეგაციის წევრებმა მას უცენზურო სიტყვებით მიმართეს.
"ფსიქოლოგიურად მომშალეს. ვეცადე, რომ ფსიქოლოგიურად მაგრად ვყოფილიყავი. გამომივიდა კიდეც და კარგ ფორმაში ვიყავი", - განაცხადა შუკვანმა.
ძიუდოისტმა ოლიმპიადაზე ასპარეზობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 12 წელი სპორტშია და მსგავსი მსაჯობა არ ახსოვს. შუკვანის თქმით, მან არაობიექტურ მსაჯობაზე რეაგირებისთვის მიმართა სპორტის მინისტრ ლადო ვარძელაშვილს, თუმცა მან პასუხი საერთოდ არ გასცა.
შუკვანის განცხადებით, ოლიმპიური სოფლის დატოვება და საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საფრთხე იგრძნო და ნასვამმა უდესიანმა მასთან შეხვედრა მოინდომა.
"მირჩიეს, რომ არ შევხვედროდი და ამიტომ გამოვერიდე იქაურობას. ერთ-ერთი ჩემი მეგობარი ცხოვრობს ხორვატიაში და მას ვთხოვე დახმარება ბილეთის აღებაში. მან დამიჯავშნა ბილეთი, მითხრა მისამართი, სად უნდა მივსულიყავი და წამოვედი", - განაცხადა უდესიანმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
"ინტერპრესნიუსი"
ასევე იხილეთ:
სკანდალი: ბეთქილ შუკვანი ლონდონიდან საქართველოს დელეგაციას გამოექცა
ბეთქილ შუკვანის 5-წამიანი დრამა