საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძეა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. პეტერ ზაიზენბახერი ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონმა, ირაკლი ცერიკიძემ შეცვალა.

ამის შესახებ 13 სექტემბერს ძიუდოს აკადემიის დარბაზში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

ავსტრიელი სპეციალისტის საქართველოს ნაკრებიდან წასვლა, არსებული ინფორმაციით, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე ქართველ ძიუდოისტთა არცთუ წარმატებულმა გამოსვლამ გამოიწვია.

შეგახსენებთ, ოლიმპიური ჩემპიონობა ქართველ ძიუდოისტთაგან მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილმა (66 კგ) მოიპოვა, გუნდის სხვა წევრები კი მედლების გარეშე დარჩნენ.

interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაა მაგარიაა აბა სხვა ვინ თუ არა ირაკლი..13 ციფრიი წარმატებულიი ირაკლის კარიერისთვის ძიუდოში! ასე წარმატებულად გააგრზელებს ნაკრების თავკაცობასაც! იქნებ ეშველოს ქართულ ძიუდოს...მაგარიიიიიიააააააააააააააა!!!!!!!
tiko
22:06 13-09-2012
0

სიახლეები პოპულარული