ამის შესახებ 13 სექტემბერს ძიუდოს აკადემიის დარბაზში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.
ავსტრიელი სპეციალისტის საქართველოს ნაკრებიდან წასვლა, არსებული ინფორმაციით, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე ქართველ ძიუდოისტთა არცთუ წარმატებულმა გამოსვლამ გამოიწვია.
შეგახსენებთ, ოლიმპიური ჩემპიონობა ქართველ ძიუდოისტთაგან მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილმა (66 კგ) მოიპოვა, გუნდის სხვა წევრები კი მედლების გარეშე დარჩნენ.
interpressnews.ge