სკანდალი: დავით ხახალეიშვილი ლევან ყიფიანს ზეწოლაში ამხელს!

AutoSharing Option
22 ნოემბერს ძიუდოს ფედერაციაში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ხახალეიშვილმა პრესკონფერენცია გამართა.

ხახალეიშვილმა პოლიტიკურ ზეწოლაზე ისაუბრა, რომელიც მასზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის მხრიდან განხორციელდა.

მისი თქმით, 4-5 დღით წინ, ლევან ყიფიანმა ის ღამის 11-ის ნახევარზე სამინისტროში დაიბარა და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებზე კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვა. ყიფიანთან ერთად იმ დროს ლერი ხაბელოვიც იმყოფებოდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 26 ნოემბერს არის დანიშნული.

პრეზიდენტის პოსტზე კი საკუთ
არი კანდიდატურები მამუკა ხაბარელმა და დავით ხახალეიშვილმა წარადგინეს.

თავად ხახალეიშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს კანდიდატურის მოხსნას და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის კურსში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ჩააყენებს.

ასევე იხილეთ:
ინციდენტის გამოხმაურება: ეს იყო უკანასკნელი რეციდივი ძიუდოში

მორიგი უსიამოვნება ქართულ ძიუდოში: რატომ იჩხუბეს შუკვანმა დ გუჯეჯიანმა?
მკითხველის კომენტარები / 3 /
უსმენდი არენას..და დასკვნა გამოიტანე ესეთი..მამუკა ხაბარელი არის ბევრად განათლებულიპიროვნება და ესეთი პიროვნება უნდა იყოს ფედერაციიის პრეზიდენტი,ეს კუნთ მაგრები და გონება ჩლუნგები ტატამზე.ეხლა ხაბარელები ვერ დაეცემიან ირაკლი შენ დონეზე და არ იტყვიან შენ ირგვლივ სიბინზურეზე...შენ დისკვალიფიკაციაზე და ასე შემდეგ.ცირეკიზე და დავით ხახალეიშვილი ვარზელაშვილმა დანიშნა ოლიმპიადამდე ეს არის სიმართლეეეე,ნუ აყრით თვალებში ხალხს ნაცარს.დათო დანიშნონ მტავარ მწვრტნელად ირაკლი ასისტენტად ეგ იქნება სამარტლიანი,პრეზიდენტობას განატლება და ინტელექტიც სჭირდება.
ameri
03:16 23-11-2012
0
ესენიც ზუსატად იმავეს აკეთბენ, რასც ნაცები ჩადიოდნენ!
ეს ოცნებაც ქოსატყუილა აღმოჩნდა! ქვეყანა და პროფესიონალიზმი არავის ადარდებს. ეს ვირთხები დაერიენ იმ ვირთხებს და ეგ არის!
აი ეს ბლაგვკუთხა ხაბარელი საიდან მოთხარეს!კაცი ვერ ნახეს წესიერი? დაგემხობათ ტავზე ძალაინ ამლე ყველაფერი, თუ ასე გააგრძლებთ, ყველაფერი დაგემხობათ თავზე!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული