დელეგატების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, არჩევნები 10 დეკემბერს დაინიშნა, ხოლო 7 დეკემბრის 15:00 საათამდე უნდა მოხდეს კანდიდატების წარდგენა.
დღევანდელ საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე ძიუდოს ფედერაციის ახალი პრეზიდენტი უნდა აერჩიათ, თუმცა საკუთარი განცხადებების საფუძველზე, პრეზიდენტობის კანდიდატებად წარდგენაზე უარი განაცხადეს დავით ხახალეიშვილმა და მამუკა ხაბარელმა.
26 ნოემბერს მხოლოდ ეს ორი კანდიდატი იყრიდა კენჭს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა, როგორც ირკვევა, მათ საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე მოხსნეს
უმრავლესობის აზრით, 26 ნოემბერს პრეზიდენტის არჩევა ნაადრევი იქნებოდა და ამიტომ დაახლოებით 2-კვირიანი ვადა აიღეს იმისთვის, რომ პოზიციები ზუსტად ჩამოყალიბდეს.
გარდა პრეზიდენტის არჩევნების დღის დანიშვნისა, ყრილობაზე განიხილებოდა საკითხი აღმასკომიდან გარკვეული პირების გარიცხვის და ჩამოშორების, რომლებიც, როგორც სხდომაზე აღინიშნა, არ იყვნენ ძიუდოს ოჯახის წევრები და ისინი წინა ხელისუფლების დროს დაინიშნენ პოლიტიკური ან თანამდებობრივი ნიშნით;
ყრილობაზე ოთხი პიროვნების კომისიიდან გაყვანის საკითხი განიხილება. ესენი არიან გია უდესიანი, დავით გობეჯიშვილი, მერაბ ჩიქობავა და გიორგი ასანიძე.
ამ პიროვნებების გარიცხვასთან დაკავშირებით დელეგატებს შორის აზრები გაიყო და ამ დროისთვის ყრილობაზე ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.
interpressnews.ge
ასევე იხილეთ:
დავით ხახალეიშვილი: შოთა ხაბარელი ქართულ ძიუდოს უნდა ჩამოშორდეს
თამაზ თევზაძე დავით ხახალეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
ინციდენტის გამოხმაურება: ეს იყო უკანასკნელი რეციდივი ძიუდოში
მორიგი უსიამოვნება ქართულ ძიუდოში: რატომ იჩხუბეს შუკვანმა და გუჯეჯიანმა?
გურამ პაპიტაშვილი: ურთიერთგაგებაში ძალიან მოვიკოჭლებთ
ირაკლი ცირეკიძე: ჩვენ ძიუდოისტებს ქართულად ჭიდაობაში არ ვზღუდავთ