ოღონდ ახალ წელს არ იჭი­და­ოთ! - არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო ვი­თა­რე­ბა ქარ­თულ ძი­უ­დო­ში

AutoSharing Option
რო­გორც ვი­ვა­რა­უ­დეთ, ქარ­თულ ძი­უ­დო­ში მოვ­ლე­ნე­ბი ყოვ­ლად არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი სცე­ნა­რით ვი­თარ­დე­ბა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტობის კანდიდატების რი­გებს 7 დეკემბერს მე­სა­მე მსურ­ვე­ლიც შე­ე­მა­ტა - ნაკ­რე­ბის დღე­ვან­დე­ლი თავ­კა­ცი, მსოფ­ლი­ო­სა და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ირაკ­ლი ცი­რე­კი­ძე.

განაცხადების წარ­დ­გე­ნის ვა­და 7 დეკემბერს შუ­ადღი­სას ამო­ი­წუ­რა, ცი­რე­კი­ძემ კი ვა­დის გას­ვ­ლამ­დე ცო­ტა ხნით ად­რე შე­ი­ტა­ნა განცხადება.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი მა­ნამ­დე ევ­რო­პის ვი­ცე-ჩემ­პი­ონ­მა და­ვით ქევ­ხიშ­ვილ­მა და მსოფ­ლი­ოს ორ­გ­ზის ჩემ­პი­ონ­მა, პარ­ლა­მენ­ტარ­მა თე­მურ ხუ­ბუ­ლურ­მაც გა­მოთ­ქ­ვეს.

ამათ­გან ქევ­ხიშ­ვი­ლი, თუ შე­იძ­ლე­ბა ასე ით­ქ­ვას, და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­თა სა­ერ­თო კან­დი­და­ტი იყო. სა­ყო­ველ­თაო გან­წყო­ბით, მას
უნ­და მო­ე­რი­გე­ბი­ნა ორი­ვე მხა­რე, რი­თაც სიმ­შ­ვი­დი­სა და თან­ხ­მო­ბის­კენ პირ­ვე­ლი დი­დი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გ­მე­ბო­და.

საქ­მე თით­ქოს აქეთ­კე­ნაც მი­დი­ო­და, თუმ­ცა ეს სიწყ­ნა­რე იმ­თა­ვით­ვე მყი­ფე ჩან­და და მა­ლე­ვე და­ირ­ღ­ვა კი­დეც, რო­ცა ხუ­ბუ­ლურ­მა გა­ნაცხა­დი შე­ი­ტა­ნა. ახ­ლა ამ ყვე­ლა­ფერს მე­სა­მე კან­დი­და­ტიც და­ე­მა­ტა.

ბუ­ნებ­რი­ვია, არა­ნა­ი­რად არ ვართ არც ერ­თი პრე­ტენ­დენ­ტის წი­ნა­აღ­მ­დე­გი, მაგ­რამ გვერ­ჩივ­ნა, სა­ერ­თო კან­დი­და­ტუ­რა­ზე შე­თან­ხ­მე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ. ახ­ლა კი ისე ეტყო­ბა, ქარ­თულ ძი­უ­დო­ში სიმ­შ­ვი­დემ­დე ჯერ კი­დევ შო­რია.

თუ ასე გაგ­რ­ძელ­და, გვე­ში­ნია, არ გა­მარ­თ­ლ­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის პრე­ზი­დენტ გია ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლის სიტყ­ვე­ბი, სულ მა­ლე ძი­უ­დო­ში იმა­ზე უარე­სი არე­უ­ლო­ბა და­იწყე­ბა, ვიდ­რე აქამ­დე ვი­ხი­ლე­თო.

არა­და, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იმ ამ­ბებ­მა რამ­დე­ნით დაგ­ვ­წია უკან და მას­ზე უარე­სი ხომ სულ მთლად იპონ­ზე დაგ­ვ­ცემს.

ცხა­დია, ეს და­ძა­ბუ­ლო­ბა სა­ერ­თო მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ზე აისა­ხე­ბა. ასე მა­გა­ლი­თად, ფე­დე­რა­ცი­ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის და­რად უკ­ვე რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­ვა­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი კვლავ გა­და­ი­დო - 15-16 დე­კემ­ბერს გა­სა­მარ­თი 18-19 დე­კემ­ბერს ჩა­ტარ­დე­ბა სპორ­ტ­კომ­პ­ლექს "არე­ნა­ში".

თუმ­ცა ახ­ლან­დელ გა­და­დე­ბას ცო­ტა სხვა მი­ზე­ზი აქვს - შა­ბათ-კვი­რას "არე­ნა" და­კა­ვე­ბუ­ლია და თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის გა­მო­ნახ­ვა ვერ მო­ხერ­ხ­და, მაგ­რამ აქამ­დე სწო­რედ რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის გა­მო ვერ ჩა­ტარ­და - ახა­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა მო­ვა და ბა­რემ, იმან ჩა­ა­ტა­რო­სო, ით­ქ­ვა გა­და­დე­ბის მი­ზე­ზად.

იმე­დია, ახ­ლა მა­ინც გა­ი­მარ­თე­ბა დათ­ქ­მულ დროს და ახალ წელს არ იჭი­და­ვე­ბენ.

უკ­ვე იმის თქმაც შე­იძ­ლე­ბა, რომ ნაკ­რე­ბის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პრო­ცე­სიც ფერ­ხ­დე­ბა. ჩვენ­და ბე­დად, სა­გა­ი­სო კა­ლენ­დარ­მა ცო­ტა გა­და­ი­წია - წი­ნა წლებ­ში მას­ტერ­სი თუ დე­კემ­ბერ-იან­ვარ­ში ტარ­დე­ბო­და, გა­ი­სად მა­ის­შია გა­და­ტა­ნი­ლი, ხო­ლო თბი­ლი­სის ტურ­ნი­რი ად­რე თუ 30-იან­ვ­რამ­დე იმარ­თე­ბო­და, წლე­ულს 2-3 თე­ბერ­ვალ­საა შე­ტა­ნი­ლი კა­ლენ­დარ­ში.

ამ­დე­ნად, მო­სამ­ზა­დებ­ლად დრო ჯერ კი­დე­ვაა, მაგ­რამ რაც ად­რე და­იწყებს შეკ­რე­ბას და მი­ზან­მი­მარ­თულ მზა­დე­ბას სა­გა­ი­სო სე­ზო­ნის­თ­ვის, მით უკე­თე­სი.

ამ გზა­ზე უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია ქვეყ­ნის პირ­ვე­ლო­ბის გა­მარ­თ­ვა, რად­გან მან უნ­და გა­არ­კ­ვი­ოს ის ბირ­თ­ვი, ვი­საც მწვრთნე­ლი მო­მა­ვალ სე­ზონ­ში და­ეყ­რ­დ­ნო­ბა და მა­თი მომ­ზა­დე­ბა უნ­და და­იწყოს.

აქ­ვე აუცი­ლებ­ლად უნ­და აღი­ნიშ­ნოს კა­ნოს ტურ­ნი­რი, სა­დაც არ გა­მო­ვე­დით - სა­ტურ­ნი­რო პრაქ­ტი­კა ერ­თია და იქ ერ­თობ­ლი­ვი შეკ­რე­ბის გავ­ლაც შე­იძ­ლე­ბო­და. მარ­თა­ლია, ამ ხარ­ვე­ზის გა­მოს­წო­რე­ბა პა­რიზ­ში და სხვა დიდ ტურ­ნი­რებ­ზეც შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ იაპო­ნია, ტო­კიო და კა­ნო მა­ინც სხვა დო­ნეა.

აი, ასე­თი არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო ვი­თა­რე­ბაა ქარ­თულ ძი­უ­დო­ში, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე ცუ­დი ისაა, რომ სპორ­ტის ეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ხე­ო­ბა კვლა­ვაც რჩე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბულ­თა თა­მა­შის ობი­ექ­ტად.

და­სას­რულს კი შე­გახ­სე­ნებთ, რომ ფე­დე­რა­ცი­ის სა­არ­ჩევ­ნო-სა­ან­გა­რი­შო ყრი­ლო­ბა 10 დე­კემ­ბერს, 14 სა­ათ­ზე სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ირაკლი ცირეკიძე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის მესამე კანდიდატია
თემურ ხუბულური - ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის ახალი კანდიდატი
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის ახალი და ერთადერთი კანდიდატი დავით ქევხიშვილია

დავით ხახალეიშვილი: შოთა ხაბარელი ქართულ ძიუდოს უნდა ჩამოშორდეს
სკანდალი: დავით ხახალეიშვილი ლევან ყიფიანს ზეწოლაში ამხელს!
მორიგი უსიამოვნება ქართულ ძიუდოში: რატომ იჩხუბეს შუკვანმა დ გუჯეჯიანმა?
მკითხველის კომენტარები / 7 /
ირაკლის ვერავინ ვერასოდეს დაეწევა პროფესიონალიაააააააა...და ყველაზე ტიტულოვანიიიიიიი ძიუდოისტი საქართველოში.
tiko
23:43 10-12-2012
0
თუკი ქევხიშვილი ნეიტრალური იყო და მშვიდობა უნდა დაემყარებინა ხუბულურის ბრალი ყოფილა და არეულობაც მისი ბრალი იქნება
nina
22:50 08-12-2012
0

სიახლეები პოპულარული