დავით ქევხიშვილი: შე­საძ­ლე­ბე­ლია, რა­ღაც გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბი მარ­თ­ლაც მოხ­დეს

AutoSharing Option
რო­გორც იქ­ნა, ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის სამ­ჯერ გა­და­დე­ბულ ყრი­ლო­ბას ჩა­ტა­რე­ბა, თა­ვად ფე­დე­რა­ცი­ას კი ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი ეღირ­სა - ევ­რო­პის ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნი და­ვით ქევ­ხიშ­ვი­ლი.

სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო­ში გა­მარ­თუ­ლი ყრი­ლო­ბა მშვიდ და მე­ტად უჩ­ვე­უ­ლო ატ­მოს­ფე­რო­ში ჩა­ტარ­და, რად­გან უშუ­ა­ლოდ სხდო­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ქევ­ხიშ­ვილს კონ­კუ­რენ­ტე­ბი შე­მო­ე­ცალ­ნენ - მსოფ­ლი­ოს ორ­გ­ზის ჩემ­პი­ონ­მა, ოლი­მპი­უ­რი ვერ­ცხ­ლის მე­და­ლო­სან­მა თე­მურ ხუ­ბუ­ლურ­მაც და მსოფ­ლი­ო­სა და ოლიმ­პი­ურ­მა ჩემ­პი­ონ­მა ირაკ­ლი ცი­რე­კი­ძე­მაც კან­დი­და­ტუ­რე­ბი მოხ­ს­ნეს.

თა­ვის­თა­ვად ეს ფაქ­ტიც ფრი­ად გა­საკ­ვი­რია, რად­გან თა­ვის დრო­ზე ქევ­ხიშ­ვი­ლი და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­თა შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი კან­დი­და­ტი იყო და სა­არ­ჩევ­ნო მა­რა­თონ­ში სხვე­ბის ჩარ­თ­ვა ამ ჯენ­ტ­ლმე­ნუ­რი გა­რი­გე­ბის დარ­ღ­ვე­ვად
მო­ჩან­და, თუმ­ცა ამა­ზე მე­ტად ჩვე­ნი გაკ­ვირ­ვე­ბა სხვა რა­მემ გა­მო­იწ­ვია - სხდო­მის დაწყე­ბი­დან მა­ლე­ვე, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძი­უ­დოს ერთ-ერ­თ­მა და­მა­არ­სე­ბელ­მა მწვრთნელ­მა გუ­რამ პა­პი­ტაშ­ვილ­მა დე­ლე­გა­ტებს ქარ­თუ­ლი ძი­უ­დოს რა­ინ­დუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი შე­ახ­სე­ნა და ყრი­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს მა­თი დაც­ვის­კენ მო­უ­წო­და, სხდო­მა პრე­სის­თ­ვის და­ი­ხუ­რა!

ისე გა­მო­დის, თურ­მე მე­დია ვყო­ფილ­ვართ დამ­ნა­შა­ვე იმ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში, რა­საც ფე­დე­რა­ცი­ა­ში უკ­ვე ამ­დე­ნი წე­ლი­წა­დია, ვხე­დავთ და რაც ყვე­ლას მო­ბეზ­რ­და; თურ­მე ჩვენს გა­მო ხდე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, თო­რემ თვი­თონ არა­ფე­რი ჰქო­ნი­ათ საჩხუ­ბა­რი!

ოღონდ ახ­ლა მა­ინც დაწყ­ნარ­დ­ნენ, ახ­ლა მა­ინც სცენ პა­ტი­ვი ერ­თ­მა­ნეთ­საც, ძი­უ­დოს ქარ­თულ სამ­ყა­რო­საც, ზე­მოხ­სე­ნე­ბულ რა­ინ­დულ სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა­საც და ჩვენ სუ­ლაც გან­ზე გავ­დ­გე­ბით. თუ სურთ, არც მათ მიღ­წე­ვებს გა­ვა­შუ­ქებთ, თო­რემ დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბა და­სავ­ლუ­რი სამ­ყა­როს­თ­ვის შე­უ­ფე­რე­ბელ სა­ხეს იღებს - რო­ცა წარ­მა­ტე­ბებს აღ­წე­ვენ, მა­შინ ძა­ლი­ა­ნაც სჭირ­დე­ბათ მე­დია, არი­ქა, გა­ა­შუ­ქეთ, რა მაგ­რე­ბი ვარ­თო. იმის იქით კი თურ­მე მა­თი მტრე­ბი ვყო­ფილ­ვართ.

და­ხურ­ვის შემ­დეგ სხდო­მა მშვი­დად წა­რი­მარ­თა, ან კი სა­კა­მა­თო რა­ღა იყო, რო­ცა კან­დი­და­ტუ­რე­ბის მოხ­ს­ნის შემ­დეგ ქევ­ხიშ­ვი­ლი უალ­ტერ­ნა­ტი­ვოდ დარ­ჩა და მთა­ვა­რი სა­კითხიც გა­ირ­კ­ვა. დე­ლე­გა­ტებ­მაც ღია კენ­ჭის­ყ­რით ერ­თხ­მად და­უ­ჭი­რეს მხა­რი მის კან­დი­და­ტუ­რას.

ამით ორ­თ­ვი­ა­ნი სპექ­ტაკ­ლიც, სა­ხელ­წო­დე­ბით "ძი­უ­დოს არ­ჩევ­ნე­ბი" - დას­რულ­და. იმე­დია, სა­ბო­ლო­ოდ და ქევ­ხიშ­ვი­ლი მარ­თ­ლაც შეძ­ლებს და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი სამ­ყა­როს მო­რი­გე­ბას.

უკონ­კუ­რენ­ტო ქევ­ხიშ­ვი­ლის გეგ­მე­ბი
რო­გორც ყრი­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ვი­გეთ, ქევ­ხიშ­ვილ­მა აღ­მას­კო­მის 15-კა­ცი­ა­ნი შე­მად­გენ­ლო­ბაც და­ა­სა­ხე­ლა, თუმ­ცა ეს რიცხ­ვი, შე­საძ­ლოა, 17-მდე გა­ი­ზარ­დოს. მი­სი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, აღ­მას­კომ­ში შე­ვი­და ოლიმ­პი­ა­დი­სა და მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ჩემ­პი­ო­ნი: თე­მურ ხუ­ბუ­ლუ­რი, შო­თა ხა­ბა­რე­ლი, და­ვით ხა­ხა­ლე­იშ­ვი­ლი, ამი­რან ტო­ტი­კაშ­ვი­ლი, ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი და ირაკ­ლი ცი­რე­კი­ძე. რამ­დე­ნი­მე წევ­რი ძვე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბი­და­ნაც დარ­ჩა, თუმ­ცა არი­ან ახა­ლი კად­რე­ბიც.

ქევ­ხიშ­ვილ­მა პირ­ველ ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტად მა­მუ­კა ყი­ზი­ლაშ­ვი­ლი და­ა­სა­ხე­ლა, ხო­ლო გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნი­სა და ორი ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტის კან­დი­და­ტუ­რას მოგ­ვი­ა­ნე­ბით წა­რუდ­გენს აღ­მას­კომს.

აი, რა გან­გ­ვიცხა­და ყრი­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ახალ­მა პრე­ზი­დენ­ტ­მა და­ვით ქევ­ხიშ­ვილ­მა:

- უპირ­ვე­ლე­სად, გა­ერ­თი­ა­ნე­ბა უნ­და შევ­ძ­ლოთ. ამის ნიშ­ნე­ბი და­ვი­ნა­ხე ყრი­ლო­ბა­ზეც და მა­ნამ­დეც, რის­თ­ვი­საც დიდ მად­ლო­ბას ვე­უბ­ნე­ბი ყვე­ლას. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ერ­თი­ა­ნო­ბის­თ­ვის ყვე­ლამ გა­დად­გა ნა­ბი­ჯი.

ცხა­დია, მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი ნაკ­რებ­ზე გა­და­ვა, რად­გან ის ყვე­ლაფ­რის სა­ზო­მია. ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვილ­დე­ბა იმა­ზეც, რომ ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცია, რო­გორც ერ­თი­ა­ნი ორ­გა­ნიზ­მი, იყოს ძლი­ე­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია და ქმე­დითუ­ნა­რი­ა­ნი.

ფე­დე­რა­ცია უნ­და გაძ­ლი­ერ­დეს ფი­ნან­სუ­რად, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად, ცვლი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის კუთხი­თაც. შე­საძ­ლოა, ახა­ლი კად­რე­ბიც მო­ვი­ზი­დოთ, რა­თა ფე­დე­რა­ცია მყარ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად იქ­ცეს, რო­მე­ლიც თა­ვის თავს მი­ხე­დავს.

ჩე­მი სურ­ვი­ლია, გე­ნე­რა­ლურ მდივ­ნად იმუ­შა­ოს არა მა­ინ­ც­და­მა­ინც ძი­უ­დო­ის­ტ­მა, არა­მედ პი­როვ­ნე­ბამ, ვინც იქ­ნე­ბა კარ­გი მე­ნე­ჯე­რი, ეცო­დი­ნე­ბა უცხო ენა და ასე შემ­დეგ. ის კუ­რა­ტო­რო­ბას გა­უ­წევს იმ ორ ვი­ცე-პრე­ზი­დენტს, ნაკ­რე­ბე­ბის და ფე­დე­რა­ცი­ის სტრუქ­ტუ­რულ-ორგა­ნი­ზა­ცი­უ­ლი სრულ­ყო­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებს.

გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ამ სფე­რო­ებს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს და არაა გა­მო­რიცხუ­ლი, ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კონ­კურ­სიც გა­მო­ვაცხა­დოთ. დი­დი სურ­ვი­ლი მქონ­და, მე­თა­ნამ­შ­რომ­ლა ახ­ლან­დელ გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან ვლა­დი­მერ ნუ­ცუ­ბი­ძეს­თან, მაგ­რამ მან თა­ვად არ ისურ­ვა ეს სხვა სა­მუ­შა­ო­ზე გა­დას­ვ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა ის ჩვენ­თან მა­ინც დარ­ჩე­ბა, რო­გორც უმაღ­ლე­სი კა­ტე­გო­რი­ის მსა­ჯი.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ყი­ზი­ლაშ­ვი­ლის ფუნ­ქ­ცი­აც - ის ფე­დე­რა­ცი­ის არა­სა­ნაკ­რე­ბო მხა­რეს, ამ კუთხით მის გან­ვი­თა­რე­ბას მი­ხე­დავს. თუმ­ცა ეს ჯერ იდე­ის დო­ნე­ზეა და ვნა­ხოთ, თუ და­ამ­ტ­კი­ცებს აღ­მას­კო­მი.

- ამ­ბო­ბენ, რომ ყვარ­ლის გამ­გებ­ლა­დაც ინიშ­ნე­ბით. მო­ა­ხერ­ხებთ ორი­ვე პოს­ტის შე­თავ­სე­ბას?
- ეს ჯერ მხო­ლოდ სა­უბ­რის დო­ნე­ზეა, თუმ­ცა სა­კითხი ჩე­მი გა­და­საწყ­ვე­ტია. ჯერ უნ­და ჩა­ვი­დე ად­გილ­ზე, გა­ვი­ა­რო კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და მე­რე მი­ვი­ღებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, მაგ­რამ შე­თავ­სე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია. მით უფ­რო, რო­ცა ფე­დე­რა­ცი­ა­ში გუნ­დი ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა და სის­ტე­მა აეწყო­ბა.

ჩემ­თ­ვის ძი­უ­დო მთა­ვა­რია და თუ შე­თავ­სე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა, ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტად დავ­რ­ჩე­ბი.

- ცი­რე­კი­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით რას იტყ­ვით?
- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ის ჩე­მი ერთ-ერ­თი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია, მაგ­რამ ამას თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ და მი­მაჩ­ნია, რომ შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ფუნ­ქ­ცი­ის კარ­გად შეს­რუ­ლე­ბა. ძი­უ­დოს ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რა­ღაც გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბი მარ­თ­ლაც მოხ­დეს.

კონ­სულ­ტა­ცი­ებს მას­თა­ნაც გა­ვივ­ლი და ცხა­დია, აღ­მას­კომ­თა­ნაც. მი­ვი­ღებთ სა­ერ­თო საქ­მის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას.

ვფიქ­რობთ, ნაკ­რებ­ში სის­ტე­მაა შე­საც­ვ­ლე­ლი და ფუნ­ქ­ცი­ე­ბი უნ­და გა­ი­მიჯ­ნოს - რამ­დენ­მა მწვრთნელ­მა უნ­და იმუ­შა­ოს ნაკ­რებ­თან, ვის რა ფუნ­ქ­ცია ექ­ნე­ბა და ასე შემ­დეგ... ოღონდ ვიდ­რე ეს სა­კითხე­ბი და­ლაგ­დე­ბა, მა­ნამ ცი­რე­კი­ძე გა­აგ­რ­ძე­ლებს ნაკ­რებ­თან მუ­შა­ო­ბას და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზეც ის იქ­ნე­ბა თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ჩემ­პი­ო­ნატ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­როს.

და­ხუ­რუ­ლი ყრი­ლო­ბა და უც­ნა­უ­რი სცე­ნა­რი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თემურ ხუბულური: ძი­უ­დოს სამ­ყა­რო მე მი­ჭერ­და მხარს

ირაკლი ცირეკიძე: ჩე­მი და­ტო­ვე­ბა-მოხ­ს­ნის სა­კითხი მთლი­ა­ნად დავით ქევ­ხიშ­ვი­ლის ხელ­შია

მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ კი ცირეკიძეს გაუშვებთ ეგ არ იქნება დათოს გადაწყვეტილება ეგ იქნება მტავრობის გადაჭყვეტილება სამწუხაროდ.ისე პრეზიდენტობას უფრო მოიხდენდა და მოირგებდა ცირეკიძე.მოკლეტ რაკი არცერთ პარტიას არ უჭერდა მხარს საქვეყნოდ არ ამბობდა მე ამას უჭერ მხარსო არ დახტოდა ზოგიერტებივით უნდა გაემიჯნოს მის პროფესიონალიზმს რაც მან ყველაზე ყველაზე მაგრად იცის საქართველოშიიი?სამწუხაროააააააააააააააააა.
tiko
14:38 11-12-2012
0
აფსუსსსს ცირეკიძის მოხსნა დატოვებაზე რო ბჭობა და ფიქრი უწევთ ქართველებს,აცადეთ ამ კაცს აცადეეეეეეეეთ,თუ გინდათ ძიუდო გადარჩესსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს
pluto
23:27 11-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული