შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ფედერაციის ყრილობაზე ცირეკიძემ სხდომის მიმდინარეობისას თემურ ხუბულურის მიერ კანდიდატურის მოხსნის შემდეგ კანდიდატურა თავადაც მოხსნა.
- თავიდანვე მიმაჩნდა, რომ უფრო მეტი სარგებლის მოტანა მწვრთნელის ამპლუაში შემეძლო. ახლაც დიდი სურვილი მაქვს იქ მუშაობისა, სადაც ჩემს გამოცდილებას სხვებს გავუზიარებ.
გარკვეული მიზეზების გამო გაჩნდა აუცილებლობა კანდიდატურის წამოყენებისა, თუმცა კიდევ ვიმეორებ - მიმაჩნდა, რომ მე ჩემი საქმე უნდა მეკეთებინა დარბაზში.
რადგან ბატონი თემურ ხუბულური ჩამოსცილდა არჩევნებს,
მომწონს მისი ხედვები და გეგმები. მსურს, ერთხელ და სამუდამოდ ამოისუნთქოს ძიუდომ და აღარ იყოს დაპირისპირება, შუღლი, ყველა ის ადამიანი, ვისაც ქართული ძიუდოსთვის წარმატების მოტანა ხელეწიფება, ერთად დადგება და აღარ იქნება პიროვნული ინტერესი.
- ქევხიშვილს რომ განეცხადებინა უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, მაშინ თუ მოხსნიდით კანდიდატურას?
- ქევხიშვილს რომ მოეხსნა კანდიდატურა, მაშინ შედგებოდა არჩევნები.
- ნაკრების მთავარ მწვრთნელად გააგრძელებთ მუშაობას? ამ კუთხით ჯერ ხომ არაფერი გარკვეულა?
- ეს სამსჯელო თემაა, რადგან ჩემ საწინააღმდეგოდ გარკვეული ხელისშემშლელი ფაქტორები არსებობს, თუმცა რეალურ მიზეზს ვერ დამისახელებენ, რატომ არ უნდა ვიყო მწვრთნელი. ერთი ფაქტორი შეიძლება ის იყოს, რომ სიმართლეს ვამბობდი.
- მაგრამ ამ სიმართლეს ქევხიშვილთან რა კავშირი აქვს, ამისთვის რატომ უნდა დაისაჯოთ?
- ჩემი დატოვება-მოხსნის საკითხი მთლიანად ქევხიშვილის ხელშია. ამ შემთხვევაში მე არაფერი შემიძლია.
- ამ დღეებში ვარჯიში არ ჩაგიტარებიათ, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატამდე ავარჯიშებთ ნაკრებს?
- კი, ვარჯიშს ჩვეულებრივად გავაგრძელებ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დავით ქევხიშვილი: შესაძლებელია, რაღაც გადაადგილებები მართლაც მოხდეს
თემურ ხუბულური: ძიუდოს სამყარო მე მიჭერდა მხარს