ირაკლი ცირეკიძე: ჩე­მი და­ტო­ვე­ბა-მოხ­ს­ნის სა­კითხი მთლი­ა­ნად დავით ქევ­ხიშ­ვი­ლის ხელ­შია

AutoSharing Option
ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის ყრი­ლო­ბის ჩა­ტა­რე­ბის შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ირაკლი ცირეკიძემ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ფედერაციის ყრილობაზე ცირეკიძემ სხდომის მიმდინარეობისას თემურ ხუბულურის მიერ კანდიდატურის მოხსნის შემდეგ კანდიდატურა თავადაც მოხსნა.

- თა­ვი­დან­ვე მი­მაჩ­ნ­და, რომ უფ­რო მე­ტი სარ­გე­ბლის მო­ტა­ნა მწვრთნე­ლის ამ­პ­ლუ­ა­ში შე­მეძ­ლო. ახ­ლაც დი­დი სურ­ვი­ლი მაქვს იქ მუ­შა­ო­ბი­სა, სა­დაც ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბას სხვებს გა­ვუ­ზი­ა­რებ.

გარ­კ­ვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო გაჩ­ნ­და აუცი­ლებ­ლო­ბა კან­დი­და­ტუ­რის წა­მო­ყე­ნე­ბი­სა, თუმ­ცა კი­დევ ვი­მე­ო­რებ - მი­მაჩ­ნ­და, რომ მე ჩე­მი საქ­მე უნ­და მე­კე­თე­ბი­ნა დარ­ბაზ­ში.

რად­გან ბა­ტო­ნი თე­მურ ხუ­ბუ­ლუ­რი ჩა­მოს­ცილ­და არ­ჩევ­ნებს,
მეც მოვ­ხ­სე­ნი კან­დი­და­ტუ­რა. ქევ­ხიშ­ვი­ლი შე­სა­ფე­რის პრე­ტენ­დენ­ტად მი­მაჩ­ნია.

მომ­წონს მი­სი ხედ­ვე­ბი და გეგ­მე­ბი. მსურს, ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ ამო­ი­სუნ­თ­ქოს ძი­უ­დომ და აღარ იყოს და­პი­რის­პი­რე­ბა, შუღ­ლი, ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ქარ­თუ­ლი ძი­უ­დოს­თ­ვის წარ­მა­ტე­ბის მო­ტა­ნა ხე­ლე­წი­ფე­ბა, ერ­თად დად­გე­ბა და აღარ იქ­ნე­ბა პი­როვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სი.

- ქევ­ხიშ­ვილს რომ გა­ნეცხა­დე­ბი­ნა უარი არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე, მა­შინ თუ მოხ­ს­ნი­დით კან­დი­და­ტუ­რას?
- ქევ­ხიშ­ვილს რომ მო­ეხ­ს­ნა კან­დი­და­ტუ­რა, მა­შინ შედ­გე­ბო­და არ­ჩევ­ნე­ბი.

- ნაკ­რე­ბის მთა­ვარ მწვრთნე­ლად გა­აგ­რ­ძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას? ამ კუთხით ჯერ ხომ არა­ფე­რი გარ­კ­ვე­უ­ლა?
- ეს სამ­ს­ჯე­ლო თე­მაა, რად­გან ჩემ სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ გარ­კ­ვე­უ­ლი ხე­ლისშემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტორ­ე­ბი არ­სე­ბობს, თუმ­ცა რე­ა­ლურ მი­ზეზს ვერ და­მი­სა­ხე­ლე­ბენ, რა­ტომ არ უნ­და ვი­ყო მწვრთნე­ლი. ერ­თი ფაქ­ტო­რი შე­იძ­ლე­ბა ის იყოს, რომ სი­მარ­თ­ლეს ვამ­ბობ­დი.

- მაგ­რამ ამ სი­მარ­თ­ლეს ქევ­ხიშ­ვილ­თან რა კავ­ში­რი აქვს, ამის­თ­ვის რა­ტომ უნ­და და­ი­სა­ჯოთ?
- ჩე­მი და­ტო­ვე­ბა-მოხ­ს­ნის სა­კითხი მთლი­ა­ნად ქევ­ხიშ­ვი­ლის ხელ­შია. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მე არა­ფე­რი შე­მიძ­ლია.

- ამ დღე­ებ­ში ვარ­ჯი­ში არ ჩა­გი­ტა­რე­ბი­ათ, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტამ­დე ავარ­ჯი­შებთ ნაკ­რებს?
- კი, ვარ­ჯიშს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­ვაგ­რ­ძე­ლებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დავით ქევხიშვილი: შე­საძ­ლე­ბე­ლია, რა­ღაც გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბი მარ­თ­ლაც მოხ­დეს

თემურ ხუბულური: ძი­უ­დოს სამ­ყა­რო მე მი­ჭერ­და მხარს
მკითხველის კომენტარები / 1 /
შენ თუ არ დაგტოვეს დებილებიიი ყოფილან.იქნებ მათ ინტერესებს არ შეწირონ ცირეკიძის უდიდესი გამოცდილებაა,
tiko
14:29 11-12-2012
0

სიახლეები პოპულარული