გი­გა გე­ლაშ­ვი­ლი - 17 წლის მძიმეწონოსანი, რომელიც ყველგან ჭიდაობს!

AutoSharing Option
ახალ­გაზ­რ­და გო­რე­ლი მძი­მე­წო­ნო­სა­ნი მო­ჭი­და­ვე გი­გა გე­ლაშ­ვი­ლი ჯერ მხო­ლოდ 17 წლი­საა, მაგ­რამ უკ­ვე ძი­უ­დო­ში, სამ­ბო­ში, ქარ­თულ ჭი­და­ო­ბა­სა და სუ­მო­ში აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი სა­გუ­ლის­ხ­მო გა­მარ­ჯ­ვე­ბე­ბი.

სხვა სა­ჭი­დაო სა­ხე­ო­ბებ­ში მიღ­წე­ულ წარ­მა­ტე­ბებს გი­გამ ახ­ლა­ხან სუ­მო­ში მსოფ­ლი­ოს ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლიც მი­უ­მა­ტა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვი ისაა, რომ გე­ლაშ­ვილს მიღ­წე­ვე­ბი ძი­რი­თა­დად მას­ზე უფ­როს ასაკ­ში აქვს. მომ­დევ­ნო შე­ჯიბ­რე­ბა კი სა­ქარ­თ­ვე­ლოს დი­დე­ბის ჩემ­პი­ო­ნა­ტია ძი­უ­დო­ში, რომ­ლის­თ­ვი­საც ში­და ქარ­თ­ლის გუნ­დის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მზა­დე­ბი­სას გო­რის დარ­ბაზ­ში მწვრთნელ­თან, ან­ზორ თე­ნა­ძეს­თან ერ­თად ვე­სა­უბ­რეთ.

"ჭი­და­ო­ბის სიყ­ვა­რუ­ლი ჩვენს ოჯახ­ში მუ­დამ იყო (ბი­ძა­ჩე­მი მო­ჭი­და­ვეა) და მეც ამან მი­ბიძ­გა გო­რის ჭი­და­ო­ბის კომ­პ­ლექ­სურ სკო­ლა­ში
მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. 7 წე­ლი­წა­დია, ან­ზორ თე­ნა­ძეს­თან და ნი­კო ბი­ბი­ლაშ­ვილ­თან ვვარ­ჯი­შობ.

ვარ სა­ქარ­თ­ვე­ლოს პირ­ვე­ლო­ბე­ბის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი და პრი­ზი­ო­რი ძი­უ­დო­ში, სამ­ბო­ში, ქარ­თულ ჭი­და­ო­ბა­ში. წლე­ულს ძი­უ­დო­ში ორი ტურ­ნი­რი მო­ვი­გე - ერ­თი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ერ­თი უცხო­ეთ­ში და რამ­დენ­ჯერ­მე პრი­ზი­ო­რიც გავ­ხ­დი. სამ­ბო­ში კი სა­ქარ­თ­ვე­ლოს პირ­ვე­ლო­ბა­ზე ზე­დი­ზედ ორი დღის გა­ნ­მავ­ლო­ბა­ში ჭა­ბუ­კებ­სა და ახალ­გაზ­რ­დებს შო­რის გა­მო­ვე­დი და ორი­ვე­გან ბრინ­ჯა­ოს პრი­ზი­ო­რი გავ­ხ­დი.

მე­ტი შე­მეძ­ლო, გან­სა­კუთ­რე­ბით, ჭა­ბუ­კებ­ში და ალ­ბათ, გა­მო­ვას­წო­რებ. წლე­ულს ნა­ხერ­ხ­მოყ­რილ არე­ნა­ზეც გა­ვე­დი ქარ­თულ ჭი­და­ობ­ა
ში და ფცა­ში, საკ­მა­ოდ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით შე­ჯიბ­რე­ბა­ზე, პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე" - გვე­უბ­ნე­ბა გი­გა.

გო­რის დარ­ბაზ­ში ვარ­ჯი­შებ­ზე გე­ლაშ­ვი­ლის შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა თვალ­შისა­ცე­მია. იმის გარ­და, რომ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ო­ბაში ჭი­და­ობს, თი­თო­ე­ულ მათ­გან­ში ცდი­ლობს, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ შე­ჯიბ­რე­ბა­ში გა­მო­ვი­დეს და მე­ტი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღოს. მძი­მე წო­ნა­ში მი­სა­ბაძ მა­გა­ლი­თე­ბად ცნო­ბი­ლი ქარ­თ­ვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტე­ბი ჰყავს, კონ­კუ­რენ­ტე­ბად კი მა­თი შვი­ლე­ბი.

"ქარ­თულ ძი­უ­დოს წარ­მა­ტე­ბა­თა დი­დი ტრა­დი­ცი­ე­ბი აქვს მძი­მე წო­ნა­შიც. დას­ტუ­რად ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის, და­ვით ხა­ხა­ლე­იშ­ვი­ლის, ან ტი­ტუ­ლო­ვა­ნი აკა­კი კი­ბორ­ძა­ლი­ძის გახ­სე­ნე­ბაც კმა­რა. ისი­ნი ჩემ­თ­ვი­საც მი­სა­ბა­ძი სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბი არი­ან.

სხვა­თა შო­რის, მე და მა­თი შვი­ლე­ბი როს­ტო­მი (ხა­ხა­ლე­იშ­ვი­ლი) და გუ­გა (კი­ბორ­ძა­ლი­ძე) კონ­კუ­რენ­ტე­ბად ვით­ვ­ლე­ბით. ვცდი­ლობ, ბევ­რი ვიშ­რო­მო და მი­მაჩ­ნია, რომ მძი­მე წო­ნა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სის­წ­რა­ფეა, რის ხარ­ჯ­ზეც გა­მარ­ჯ­ვე­ბის მო­პო­ვე­ბა უფ­რო იოლი ხდე­ბა" - ესეც გი­გა გე­ლაშ­ვი­ლის სიტყ­ვე­ბია.

მი­უ­ხე­და­ვად ჭი­და­ო­ბის დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი­სა, მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში კი­დევ ერთ სა­ხე­ო­ბა­ში - სუ­მო­ში გა­მო­ჩე­ნა ბევ­რის­თ­ვის მა­ინც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, მაგ­რამ გი­გამ იქაც არც შე­ირ­ცხ­ვი­ნა თა­ვი.

ჯერ ევ­რო­პის ახალ­გაზ­რ­დულ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­თან ერ­თად ოქ­როს მედ­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და პი­რად (მძი­მე წო­ნა) და გუნ­დურ პირ­ვე­ლო­ბა­ში, აბ­სო­ლუტურ­ში კი მხო­ლოდ ფი­ნა­ლი დათ­მო. ცო­ტა ხნის წი­ნათ მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზეც იას­პა­რე­ზა ჰონგ-კონ­გ­ში და ვერ­ცხ­ლის მედ­ლით დაბ­რუნ­და შინ.

"გი­გა ყო­ველ­თ­ვის ხა­ლი­სია­ნად ვარ­ჯი­შობს. რამ­დენ­ჯერ­მე თა­ნა­დარ­ბა­ზე­ლებ­თან ხუმ­რო­ბით სუ­მო­ში და­ჭი­დე­ბუ­ლი და­ვი­ნა­ხე, ხან სუ­მო­ის­ტე­ბის შეხ­ვედ­რის­წი­ნა რი­ტუ­ალ­საც ას­რუ­ლებ­და...

იმ დროს შე­ვიტყ­ვეთ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე აპი­რებ­და გა­მოს­ვ­ლას და შევ­თა­ვა­ზე, მა­საც ეცა­და ბე­დი. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ გა­ა­მარ­თ­ლა.

სა­ერ­თოდ, გე­ლაშ­ვი­ლის მთა­ვარ კო­ზი­რად მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა მი­მაჩ­ნია. საბ­რ­ძოლ­ვე­ლად არც შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა აკლია. შე­საძ­ლოა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ძა­ლით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ, და­მო­უ­კი­დებ­ლად ძა­ლი­ან კარ­გად აზ­როვ­ნებს არე­ნა­ზე. ყო­ვე­ლი­ვე ამის ხარ­ჯ­ზე, მი­მაჩ­ნია, რომ გი­გა თა­ვი­ს კა­რი­ე­რა­ში ბევრს მი­აღ­წევს"
- მი­იჩ­ნევს ან­ზორ თე­ნა­ძე, გო­რის ჭი­და­ო­ბის კომ­პ­ლექ­სუ­რი სკო­ლის დი­რექ­ტო­რი და გე­ლაშ­ვი­ლის ერთ-ერ­თი პი­რა­დი მწვრთნე­ლი.

და­ვით ას­პა­ნი­ძის ფო­ტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
;)
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული