ლაშა შავდათუაშვილი ტიუმენის ტურნირზე მა­ყუ­რებ­ლად მი­იწ­ვი­ეს

AutoSharing Option
ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ლა­შა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი (66) და უმაღ­ლე­სი კა­ტე­გო­რი­ის მსა­ჯი ვლა­დი­მერ ნუ­ცუ­ბი­ძე 13 დეკემბერს ტი­უ­მენ­ში გაფ­რინ­დ­ნენ, სა­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რი ტარ­დე­ბა 66 კი­ლოგ­რამ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში.

იქ მიწ­ვე­უ­ლია სულ 8 სპორ­ტ­ს­მე­ნი - ტი­უ­მე­ნელ­თა ჯი­ლა, მსოფ­ლი­ოს პრი­ზი­ო­რი მუ­სა მო­გუშ­კო­ვი, ლონ­დო­ნის ოლიმ­პი­ა­დის ვერ­ცხ­ლისმე­და­ლო­სა­ნი, ფი­ნალ­ში შავ­და­თუ­აშ­ვილ­თან და­მარ­ცხე­ბუ­ლი უნ­გ­რე­ლი მიკ­ლოშ უნ­გ­ვა­რი, მონ­ღო­ლი მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი, ოლიმ­პი­უ­რი პრი­ზი­ო­რი ცა­გან­ბა­ა­ტარ ხაშ­ბა­ა­ტა­რი, ეს­პა­ნე­ლი მსოფ­ლი­ოს ვი­ცე და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი სუ­გოი ური­არ­ტე, ევ­რო­პის აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნი ტარ­ლან კე­რი­მო­ვი, ახალ­გაზ­რ­დებ­ში მსოფ­ლი­ოს ყა­ზა­ხი ჩემ­პი­ო­ნი, აზი­ის პირ­ვე­ლო­ბი­ს გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი სერ­გეი ლი­მი, ევ­რო­პის პრი­ზი­ო­რი, სლო­ვე­ნი­ე­ლი როკ დრაკ­ში­ჩი და ჩვე­ნე­ბუ­რი.

ოღონდ შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი ამ საჩ­ვე­ნე­ბელ ტურ­ნირ­ში არ იჭი­და­ვებს, მხო­ლოდ მა­ყუ­რებ­ლად და­ეს­წ­რე­ბა მას პრეს­ტი­ჟის ასა­მაღ­ლებ­ლად. სა­მა­გი­ე­როდ, იმ­სა­ჯებს ნუ­ცუ­ბი­ძე.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი თი­ა­ქა­რის ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პე­რი­ოდს გა­დის. მან ვარ­ჯი­ში კი და­იწყო და თან­და­თან დატ­ვირ­თ­ვებ­საც ზრდის, მაგ­რამ ჯერ ბო­ლომ­დე მა­ინც ვერ იხარ­ჯე­ბა.

ექი­მე­ბი სა­ბო­ლოო პა­სუხს 18 დე­კემ­ბერს ეტყ­ვი­ან, რო­ცა ოპე­რა­ცი­ი­დან სა­მი თვე შეს­რულ­დე­ბა. იმე­დია, დას­ტა­ქარ­თა პა­სუ­ხი და­დე­ბი­თი იქ­ნე­ბა, რად­გან სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პე­რი­ო­დი გეგ­მა­ზო­მი­ე­რად, გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე მი­დის.

თა­ვად სპორ­ტ­ს­მე­ნი იმე­დოვ­ნებს, რომ 9-10 თე­ბერ­ვალს გა­სა­მართ პა­რი­ზის "დიდ მუ­ზა­რად­ზე" იჭი­და­ვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
: )
g a g a
00:42 17-12-2012
0

სიახლეები პოპულარული