რად უნდა კითხვა: საქართველოს 2012 წლის სპორტსმენი ლაშა შავდათუაშვილია!

AutoSharing Option
28 დეკემბერს დასრულდა "ლელოს" მკითხველთა ვერსიით საქართველოს 2012 წლის საუკეთესო სპორტსმენის გამოვლენის ტრადიციული გამოკითხვა.

გამოკითხვა მიმდინარეობდა როგორც ინტერნეტის მეშვეობით, ისე სატელეფონო ზარებით, "ლელოში" კი ქვეყნდებოდა სპეციალური ანკეტა.

გამოკითხვაში მონაწილეთა რიცხვმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, - შარშანდელთან შედარებით გაორმაგდა.

სულ, სამივე მიმართულებით რეფერენდუმში მონაწილეობდა 10 846 მკითხველი პრინციპით - ერთი გამოკითხული ერთი ხმა.

1000-1000-ზე მეტი ხმა მოაგროვა სამმა სპორტსმენმა, რომელთაგან პირველობა ძიუდოში ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს ლაშა შავდათუაშვილს ხვდა წილად - 2765 ხმა.

VideoSportall.Ge
ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია

VideoSportall.Ge
ლაშა შავდათუაშვილის დაჯილდოება
ოლიმპიადაზე


მეორე ადგილზე გავიდა ჩვენი გამოკითხვის შარშანდელი ლაურეატი, მორაგბე მამუკა გორგოძე - 1185, მესამეზე ასევე მორაგბე - მერაბ კვირიკაშვილი - 1444.

დანარჩენი ხმები იმ 43 სპორტსმენზე გადანაწილდა, რომლებმაც დიდებში 2012 წელს მაღალი სპორტული შედეგებით გამოიჩინეს თავი.

მკითხველის რჩეული "ლელოს" ტრადიციული პრიზით 2013 წლის იანვარში დაჯილდოვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ლელოს" სტუმარი ლაშა შავდათუაშვილი - სტიქაროსანი ჩემპიონი
მიხეილ სააკაშვილი: ლაშა შავდათუაშვილი გოლიათი მეგონა [+VIDEO]
ლაშა შავდათუაშვილი: პოლიტიკაზე საუბარი არ მსიამოვნებს
ლაშა შავდათუაშვილი: ამ გამარჯვებას ჩემს ლამაზ სამშობლოს ვუძღვნი...

ლაშა შავდათუაშვილის ოლიმპიური ოქრო მის მშობლიურ კარალეთში აღნიშნეს [+VIDEO]

ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია! [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლაშა სამართლიანად დასახელდა წლის საუკეთესო სპორტსმენად. წარმატებები და ყოველივე კარგი მას. ოღონდ ერთ ფაქტზე მინდა გავამახვილო ყურადღება: იქნებ თავი შეგვეკავებინა ისეთი შეფასებებისგან, როგორიცაა: "რად უნდა კითხვა, რა თქმა უნდა..", "უდაოდ და ულაპარაკოდ" და ასე შემდეგ. ამით სხვა დანარჩენ სპორტსმენებს, რომლებმაც არანაკლები შრომა ჩადეს, მაგრამ დიდ წარმატებას ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ მიაღწიეს, დაუმსახურებელ გულისტკენას ვაყენებთ და სტიმულს ძირშივე ვუსპობთ. კი, ლაშა დამსახურებული სპორტსმენია, მაგრამ ისე ნუ ვიზამთ, რომ ამ ახალგაზრდა პერსპექტიულ სპორტსმენს ყალბ შთაბეჭდილებას შევუქმნით, თითქოს მან ზენიტს მიაღწია (არადა, ეს პირველი სერიოზული ნაბიჯია და მას დიდი წარმატებები წინ აქვს) და ამავდროულად სხვა სპორტსმენებს ღვაწლს ნუ "გავუპუსტიაკებთ"..
giorgi
11:22 02-01-2013
0
ლაშაააააააა - საქართველოს სიამაყეეეე
tamo
15:29 31-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული