შავდათუაშვილმა ოლიმპიადაზე ოთხი შეხვედრა იპონით მოიგო და ფინალში გავიდა. ქართველი სპორტსმენის მეტოქე ფინალში 31 წლის უნგრელი ძიუდოისტი მიკლოშ უნგვარი იყო.
განსაკუთრებულად აღნიშნეს ახალგაზრდა ძიუდოისტის გამარჯვება მის მშობლიურ კარალეთში. ლაშა შავდათუაშვილის მშობლების ოჯახში შეკრებილი კარალეთელები მოუთმენლად ელოდნენ თანასოფლელის ყველა შეჯიბრის დასრულებას და საბოლოო გამარჯვებას (იხილეთ ვიდეო).
"რუსთავი 2"-ის ვიდეომასალა
ასევე იხილეთ:
ლაშარელა - მეექვსე გაელვება [+VIDEO]