თავად განსაჯეთ: 2012 წლის აპრილში ვალერიმ ევროპის ჩემპიონობა მოიგო; იმავე წლის აგვისტოში ოლიმპიადაზე ავსტრალიელ ძიუდოისტთან ყველასთვის მოულოდნელად დამარცხდა; 2013 წლის აპრილში კი ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავა და ვერცხლს დასჯერდა.
მაშ ასე, დავხედოთ ფოტოებს და მოვისმინოთ ვარლამ ლიპარტელიანის კომენტარები.
(მთავარი ფოტო). "ახლახან დასრულებული ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეა, გუნდური შეჯიბრება, რომლის ფინალში რუსეთის ნაკრები 4:1 დავამარცხეთ. თქვენ წინაშეა ქართული ძიუდოს ისტორიაში
"2012 წელია. შესაძლოა, ვინმეს ეგონოს, რომ ხელები სახეზე იმედგაცრუების გამო ავიფარე. არა, წამების წინ ევროპის ჩემპიონატი მოვიგე, რომელიც რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში გაიმართა. ამ ფოტოზე დიდი სიხარული და ცოტა ცრემლია... სიხარულის ცრემლი".
"ეს სურათი ძალიან მიყვარს. სწორედ ამ მომენტში მივანიშნე ჩემს მომავალ მეუღლეს გიულის, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩემი გამარჯვება მას ეძღვნებოდა. ის ჩელიაბინსკში ჩვენს საქომაგოდ ჩამოვიდა".
"თბილისის აეროპორტში ჩამოსულს გამარჯვება დიშვილმა, მომავალმა ძიუდოისტმა ნიკუშა შარაშიძემ მომილოცა".
"ლონდონის ოლიმპიადაზე სწორედ ეს იყო ჩემი ბოლო ბრძოლა. ეფექტური ფოტოა, მაგრამ კარგი გასახსენებელი ნამდვილად არ არის, - თქვა ლიპარტელიანმა და მობილურ ტელეფონში იმავე ჭიდაობის ამსახველი ფოტოლენტა მაჩვენა (რომელსაც გვერდის ბოლოში იხილავთ)... ეს ავსტრალიელ ძიუდოისტთან ჭიდაობის ეპიზოდია. თავადაც დარწმუნდებით, რომ ასეთი გდებისთვის ვაზარი მეკუთვნოდა, მსაჯმა კი მხოლოდ იუკო გაიმეტა".
"ეს სურათი, რომელზეც ორი კაპიტანია გამოსახული (კარლოს დუნგა და ვალერი ლიპარტელიანი - ავტ.), სან პაულუს აეროპორტშია გადაღებული. ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ, განსაკუთრებით ბრაზილია და "ბარსელონა" მომწონს. რაგბისაც ვუყურებ და კალათბურთსაც..."
"2013 წელია, დიუსელდორფის ტურნირი, რომელიც წარმატებით დავასრულე. ეს ის მომენტია, როცა აზერბაიჯანელი მამადოვი იპონით დავამარცხე".
"ჯარჯი ზვიადაური უკვე შეიძლება ჩაითვალოს ძიუდოს ლეგენდად. იგი ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის გამარჯვებული და ევროპის პირველობის ოქროს მფლობელია. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ".
ილეთი, რომლის შემდეგაც ვარლამ ლიპარტელიანი ვაზარს იმსახურებდა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვარლამ ლიპარტელიანი: შედეგი ქართული წვრთნის სისტემამ მოგვიტანა
ირაკლი უზნაძე: ეს ლიპარტელიანის ბოლო მარცხი იყო დენისოვთან
ვერცხლის ფინიში და ქართველი ძიუდოისტების სარეკორდო გამოსვლა