-60 კგ - ამირან პაპინაშვილი
-66 კგ - შალვა ქარდავა
-73 კგ - ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი
-81 კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური
-90 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური
-100 კგ - ლევან ჟორჟოლიანი
+100 კგ - ადამ ოქრუაშვილი
+78 კგ - ირინე ლეონიძე
როგორც წესი, ამ ტურნირში მონაწილეობს მსოფლიოს რეიტინგის 16 საუკეთესო ძიუდოისტი, მაგრამ თუ რომელიმე
რეიტინგის მიხედვით, მასტერსზე მონაწილეობის უფლება მოპოვებული ჰქონდათ ამირან პაპინაშვილს, ლაშა შავდათუაშვილს (-66 კგ), ზებედა რეხვიაშვილს, ავთანდილ ჭრიკიშვილს, ლევან წიკლაურს, ვარლამ ლიპარტელიანს, ზვიად გოგოჭურს და ადამ ოქრუაშვილს. სავარაუდო იყო, რომ მასტერსზე მოხვდებოდა რეიტინგში მე-17 ადგილზე მყოფი ნუგზარ ტატალაშვილიც.
მასტერსზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებდნენ შალვა ქარდავა (რეიტინგში 24-ე) და ლევან ჟორჟოლიანი (რეიტინგში 25-ე). საბოლოო სიაში ყველა მათგანი მოხვდა.
საერთაშორისო ფედერაციამ, მოულოდნელად, მასტერსზე მიიწვია რეიტინგში 38-ე ადგილზე მყოფი ირინე ლეონიძეც, რადგან ქალთა შორის მიმე წონაში ძალიან ბევრი ძიუდოისტი, რომელიც რეიტინგის წინა ადგილებზე იმყოფება, ტიუმენში არ მიდის.
ლეონიძის მიწვევა მოულოდნელი იყო იმიტომ, რომ წლეულს წინასწარ გაცხადებული ინფორმაციის მიხედვით, მასტერსზე შეიძლებოდა მონაწილეობა მიეღოთ საერთაშორისო რეიტინგში საწყის 25 ადგილზე მყოფ ძიუდოისტებს, მაგრამ როგორც ჩანს, საერთაშორისო ფედერაციამ გამონაკლისი დაუშვა.
რაც შეეხება ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა შავდათუაშვილს, იგი რეაბილიტაციის კურსს გადის და მასტერსს ექიმებისა და მწვრთნელების გადაწყვეტილებით გამოტოვებს.
gjf.ge
ასევე იხილეთ:
ტიუმენის ტურნირში გამოსვლის უფლება 9 ქართველმა ძიუდოისტმა მოიპოვა
ავთანდილ ჭრიკიშვილი: მწვრთნელს ბევრჯერ გავუგდივარ დარბაზიდან
ლევან წიკლაურმა ტომისლავ მარიჯანოვიჩთან მარცხისთვის რევანში აიღო
ვარლამ ლიპარტელიანი: შედეგი ქართული წვრთნის სისტემამ მოგვიტანა
ირაკლი უზნაძე: ეს ლიპარტელიანის ბოლო მარცხი იყო დენისოვთან