უმეტეს წონებში კვლავაც მტკიცედ ვლიდერობთ, რაც აგვისტო-სექტემბრის მიჯნაზე ბრაზილიურ რიო დე ჟანეიროში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე განთესილებში ყოფნას, ანუ შედარებით "მშვიდ ცხოვრებას" გვიქადის.
60 კგ
ამირან პაპინაშვილი კვლავაც მეორეა, თუმცა ტიუმენში, მასტერსზე მოპოვებული ბრინჯაოს შემდეგ მისი მონაგარი 1206 ქულიდან 1446-მდე გაიზარდა.
ჩვენებურს ივნისის დასაწყისში მორიგი ცვლილება ელოდება - მას გაუნახევრდება შარშან ბრაზილიის "დიდ მუზარადზე" მოპოვებული 120 ქულა და დარჩენილი 60 დაემატება 50%-იანების ჯამს. ეს ცვლილება მას კიდევაც
არ ვიცით, იჭიდავებს თუ არა პაპინაშვილი 20-21 ივლისს მოსკოვში "დიდ მუზარადზე", თუმცა გვეეჭვება, 1838-ქულიან იაპონელ ნაოჰისა ტაკატოს რეიტინგის ლიდერობა ჩამოართვას. ამას მხოლოდ იმ შეჯიბრების მოგებით შეძლებს, მაგრამ სწორედ ის გვაეჭვებს, რომ იქ არავინ გაამარჯვებინებს - რუსებს ამ წონაში თავიანთი ფავორიტებიც ჰყავთ, ხოლო მათთან რამდენად არაობიექტური მსაჯობაა, ეს ტიუმენშიც დავინახეთ.
ამდენად, ჩვენებური მსოფლიოს პირველობას, სავარაუდოდ, ისევ რეიტინგის მეორე ნომრად შეხვდება, რაც კარგი ფაქტორია.
არ ვიცით, როგორ დასრულდება მოსკოვური ტურნირი და რას იზამენ მათი ფალავნები, თუმცა სადღეისოდ ოლიმპიური ჩემპიონი არსენ გალსტიანიც და ევროპის ჩემპიონი ბესლან მუდრანოვიც 8 კაცში შედიან, ანუ განთესილებში იქნებიან, რაც ჩვენთვის კარგია - ადრეულ ეტაპებზე არ შეხვდებიან პაპინაშვილს, თორემ განუთესავი პირველივე წრეში შეიძლება, გვერგოს.
მისთვის ორივე უხერხული მეტოქეა. მართალია, მუდრანოვს ტიუმენში მოუგო, მაგრამ მისი ფაქტორი ჯერ დაძლეული მაინც არ გვგონია.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბუდაპეშტიდან ტიუმენამდე - რა გვიჩვენა ახალმა ტურნირმა
ოქროს დასასრული: ტიუმენში ადამ ოქრუაშვილმა ოქრო მოიპოვა
ქართველმა ძიუდოისტებმა ტიუმენის მასტერსის პირველ დღეს ბრინჯაო მოიპოვეს