პირველად ქართული ძიუდოს ისტორიაში - მარიამ ჯანაშვილი ევროპის ჩემპიონია!

AutoSharing Option
პირველად ქართული ძიუდოს ისტორიაში - ქართველი გოგონა ევროპის ჩემპიონი გახდა კადეტთა შორის.

მარიამ ჯანაშვილმა ესტონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 52 კგ წონით კატეგორიაში ჩატარებული ოთხივე შეხვედრა წმინდად მოიგო და ოქროს მედალს დაეუფლა.

ფინალში ჯანაშვილმა ჰოლანდიელ მეტოქეს, ფლეურ დენ დეკერს სძლია.

აღსანიშნავია, რომ ეს ქართველი გოგონების მეორე მედალია ამ ჩემპიონატში - 21 ივნისს ბრინჯაო (ასევე პირველად ქართული ქალთა ძიუდოს ისტორიაში) მზია ბებოშვილმა მოიპოვა.

ვულოცავთ საქართველოს ქალთა ნაკრებს და მის მწვრთნელებს გიორგი თენაძესა და კახა მოცრაძეს ამ გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ.

ასევე
იხილეთ:

მზია ბებოშვილმა ქართულ ძიუდოს ისტორიული მედალი მოუტანა
მკითხველის კომენტარები / 1 /
გენაცვალე მე შენ!!! მაგრად გაგვახარე ტო!!! წარმატებები!!!
del piero 10
14:13 23-06-2013
0

სიახლეები პოპულარული