ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტებმა თურქეთის ტურნირზე გუნდური პირველობა არავის დაუთმეს

AutoSharing Option
ამ დღეებში თურქეთის ქალაქ ორდუში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი - "ოქროს კაკალი" 1993-96 წლებში დაბადებულ ძიუდოისტთა შორის.

ტურნირზე წარმატებით გამოვიდნენ ქართველი სპორტსმენები. საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ქუთაისელი ძიუდოისტების ბაზაზე იყო დაკომპლექტებული, გუნდურ შეჯიბრებაში აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ნაკრებების დამარცხების შემდეგ ფინალში თურქეთის გუნდს სძლია და გამარჯვებულისთვის განკუთვნილი თასი სამშობლოში წამოიღო.

ქართველებმა ინდივიდუალურ შეჯიბრებებშიც გამოიჩინეს თავი. განსაკუთრებით წარმატებით ქუთაისელმა და გორელმა ძიუდოისტებმა იჭიდავეს.

რიონისპირელებმა 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, გორის წარმომადგენლები კი 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალს
დაეუფლნენ.

55კგ
1. აჩიკო ქარელიშვილი (გორი)
2. ლერი ბედინაძე (აჭარა)
3. გიორგი შავდათუაშვილი (გორი)
3. გიორგი სადადაშვილი (გორი)

60კგ
1. გელა ლიპარტელიანი (ქუთაისი)
2. ვანო დიაკონიშვილი (გორი)
3. გიორგი გიუნაშვილი (გორი)

66კგ
1. ნუგზარ ქურასბედიანი (ქუთაისი)
2. გიორგი ხმელიძე (ქუთაისი)
3. ავთო მინდელი (ქუთაისი)

77კგ
1. ბაჩანა ბოლქვაძე (აჭარა)
2. ნიკა უჩოშვილი (გორი)
3. მირატ რაბადანოვი (რუსეთი)

81კგ
1. ლიკერ გულდურენი (თურქეთი)
2. ალპერ კომბაკი (თურქეთი)
3. გოგა კორიფაძე (ქუთაისი)

+81
1. ჯაბა ჩეჩელაშვილი (ქუთაისი)
2. დავით ოზბეთელაშვილი (თბილისი)
3. კაან ვალკინი (თურქეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული