ასე მოხდა პარასკევსაც, როცა ტურნირის ბოლო დღეს მძიმეწონოსანი გიორგი ძებისაშვილი ფინალში დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ბიჭების გუნდმა ორ დღეში სამი ფინალი წააგო, მთლიანობაში კი 8-დან 5 ფინალში იჭიდავა.
ძებისაშვილი პირველ წრეში ისვენებდა და ფინალამდე სამი ორთაბრძოლა იპონით მოიგო - ლიტველ მარტინას ვასკოვიჩიუსთან, რუმინელ ევროპის მესამე პრიზიორ ალექსანდრუ მირჩეა კროიტორუსთან
პარასკევს გიორგი გველესიანიც (90) ჭიდაობდა, მაგრამ პირველივე შეხვედრა წააგო ბრიტანელთა მომავალ მესამე პრიზიორ ჯონ ჯაინესთან.
ამდენად, ჩვენმა ძიუდოისტებმა უტრეხტში 7 მედალი მოიპოვეს - 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. შეგახსენებთ, რომ ფესტივალის ჩემპიონები ერეკლე არხოზაშვილი (55) და გიორგი კაციაშვილი გახდნენ, მეორეზე თამაზ კირაკოზაშვილი (73), იესო კვირიკაშვილი (81) და ძებისაშვილი გავიდნენ, მესამე პრიზიორები კი სიმონ მამარდაშვილი (66) და გოგოების ნაკრების წევრი მარიამ ჯანაშვილი (52) გახდნენ.
ასევე იხილეთ:
ორი ვერცხლი უტრეხტიდან - კირაკოზაშვილი და კვირიკაშვილი ფინალში დამარცხდნენ