უმედლო დღე მოსკოვში

AutoSharing Option
სამწუხაროდ, ქართველმა ძიუდოისტებმა 21 ივლისს, ტურნირის მეორე დღეს უმედლოდ დაასრულეს გამოსვლა მოსკოვის "დიდ მუზარადზე".

ამ დღეს ბრინჯაოს მედლისთვის ორი ქართველი ჭიდაობდა - ზვიად გოგოჭური (90) და ლევან მატიაშვილი (+100), მაგრამ პირველი შეხვედრის დასაწყისშივე იაპონელმა ჰიროტაკა კატომ მტკივნეულზე დაიჭირა, მეორე კი ყირგიზმა იური კრაკოვეცკიმ გარესარმით საიპონედ მოცელა.

ამდენად, მოსკოვური ტურნირის ქართული მონაგარი შაბათს მოპოვებული თითო ოქრო და ბრინჯაოა - ჩემპიონი ამირან პაპინაშვილი (60) გახდა, მესამეზე კი ზებედა რეხვიაშვილი (73) გავიდა.

ახლა ჩვენი ნაკრები მოსკოვიდან სოჭში გადაინაცვლებს, სადაც ერთკვირიან საწვრთნელ კემპში მიიღებს
მონაწილეობას. ტურნირზე ნაჭიდავებ შემადგენლობას შეკრებაზე ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66), ევროპის ვერცხლის მედალოსანი ნუგზარ ტატალაშვილი (73) და ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) დაემატებიან.

ასევე იხილეთ:
ამირან პაპინაშვილმა მოსკოვის "დიდ მუზარადზე" ოქროს მედალი მოიპოვა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული