მეტოქე: შედგება ადამ ოქრუაშვილისა და ტედი რინერის შემდეგი ტაიმი?

AutoSharing Option
ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ერთი თვე დარჩა - 26 აგვისტოს იწყება ბრაზილიურ რიო დე ჟანეიროში, საფრანგეთის ძიუდოს ფედერაციამ კი უკვე დაასახელა იქ წასაყვანი გუნდები.

ვაჟთა ნაკრები ასეა დაკომპლექტებული: დმიტრი დრაჟინი, დავიდ ლაროსე (ორივე -66), უგო ლეგრანი, პიერ დუპარტი (73), ალაინ შმიტი, ლოის პიეტრი (81), ლუდოვიკ გობერტი (90), სირილ მარე (100), ტედი რინერი (+100), ქალთა ტურნირში კი ლეტიცია პაიეტი (48), პრისცილა გნეტო (52), ოტავიან პავია (57), კლარის აგბენონე, ევრის ემანე (ორივე - 63), ლუსი დეკოსი (70), ოდრი ჩუმეო, ლუსი ლუეტი (ორივე -
78) და ემილი ანდეოლი (+78) გამოვლენ.

ვინაიდან ჩვენთვის ვაჟთა შეჯიბრება ქალებისაზე ბევრად მნიშვნელოვანია, ამიტომ ყურადღებას ძირითადად მათზე გავამახვილებთ.

ცოტა უცნაურია, რომ რიოში "მამლებს" მონაწილე არ ეყოლებათ 60 კილოგრამში. არადა, იქ ევროპის ჩემპიონი სოფიენ მილუ გამოდის, რომელმაც შარშან ოლიმპიადაზე ბრინჯაოსთვისაც იჭიდავა.

თუმცა ბოლო ხანებში მილუ ტურნირებზე სულ უფრო იშვიათად ჩანს - წლეულს მხოლოდ ორჯერ იასპარეზა და იმათგანაც ერთი მშობლიური პარიზული "დიდი მუზარადი" იყო.

ალბათ, მისი იგნორირებაც ამ მწირი საშეჯიბრო პრაქტიკითაა გამოწვეული.

სამაგიეროდ, მწყობრშია ფრანგთა ვარსკვლავი ტედი რინერი, რომელიც ცოტა ხნის წინ თავის მენეჯერ ძმასთან ერთად მათ მიმართ რასიზმის გამოვლენაში ადანაშაულებდა პარიზის "ბუდა ბარს" - ძმები უკმაყოფილონი დარჩნენ პერსონალის მომსახურებით და ტედიმ განაცხადა, ასე ჩვენი კანის ფერის გამო მოგვექცნენ, თორემ თეთრკანიანებს მსგავსი პრობლემა არ შეექმნებოდათო.

"კეთილი დათვი" (როგორც მას ქომაგებმა შეარქვეს მხიარული, უჩვეულოდ კონტაქტური და გულშემატკივრებისადმი გულთბილი დამოკიდებულების გამო), ბრაზილიაში მეექვსედ შეეცდება მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას.

ვინძლო, რიოში ადამ ოქრუაშვილის მიერ შეპირებული "შემდეგი ტაიმიც" დადგეს, ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ფინალური პაექრობის დასრულების შემდეგ რომ შეპირდა, ანუ ისინი ისევ შეხვდნენ ერთმანეთს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ადამ ოქრუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
რატო ვერ მიაღწევს ვისსთთან გაუჭირდება?
0
რატო ვერ მიღწევს ვისთან გაუჭირდება?
nino
12:11 30-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული