მე-11 გამარჯვება მსოფლიოზე! ტედი რინერი ისტორიის წერას განაგრძობს

AutoSharing Option
კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფრანგმა ტედი რინერმა გაიმარჯვა და კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან მსოფლიოს მეთერთმეტედ გადახედა.

ტედიმ მიჯრით რუმინელი ვლადუტ სიმიენესკუ, პოლონელი კასპერ ჟულოვსკი, მონღოლი ცეცეცენგელ ოდხუ, იაპონელი ტაცურო საიტო, ტაჯიკი ტემურ რახიმოვი და რუსი ინალ ტასოევი დაამარცხა.

შეგახსენებთ, დღეს ქართველთა მხრიდან ტატამზე გურამ თუშიშვილი და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) წარსდგნენ, თუმცა ნაადრევად გამოეთიშნენ.

რაც შეეხება გუნდურ ჩათვლას, საქართველოს ნაკრები მამაკაცთა შორის პირველ ადგილზე გავიდა (2 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო).

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 25 /
კი,ტასოევს ეკუთვნოდა.სიმართლე სინათლეო ნათქვამია.არც რინერს არ უნდა ეკადრებინა ასეთი წართმეული ჩემპიონობა.10 ჯერ აქვს მოგებული მსოფლიო და არ ყოფნიდა?
გილერი ენდელაძე
22:45 07-02-2024
0
ჭიდაობის აზრზე არაა უბრალოდ დიდია რაა
2

სიახლეები პოპულარული