ამირან პაპინაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

AutoSharing Option
სამწუხაროდ, ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) ბრაზილიაში დაწყებულ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ნახევარფინალური ბარიერი ვერ გადალახა.

ქართველი ძიუდოისტი მონღოლ ამარტუვშინ დაშდავაასთან წმინდად დამარცხდა.

შეხვედრის დასრულებამდე 25 წამი რჩებოდა, როცა მონღოლმა მოძრაობაში მოატყუა ქართველი და ფეხით შიგნიდან საიპონედ გამოცელა.

ნახევარფინალურ შეხვედრამდე პაპინაშვილმა თურქ აჰმეთ საჰინ კაბას, გერმანელ ტობიას ენგლმაიერსა და ყაზახ ასხატ ტელმანოვს აჯობა.

ახლა პაპინაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ ორხან საფაროვს შეხვდება.

ასევე იხილეთ:
ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი: ღმერთო, შეეწიე ჩემპიონს მგლების ხორუმში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული