ქართველი ძიუდოისტებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე დღეც წარუმატებელი აღმოჩნდა

AutoSharing Option
28 აგვისტოს, ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტები ასპარეზობას მერვედფინალიდან გამოეთიშნენ.

ზებედა რეხვიაშვილი სლოვენიელ როკ დრაკშიჩთან, იპონით დამარცხდა, ნუგზარ ტატალაშვილი კი ყაზახ დასტან იაკბაევთან ასევე იპონით დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით რიო დე ჟანეიროში მიმდინარე პლანეტის პირველობაზე საპრიზო ადგილებზე გასვლა ვერცერთმა ქართველმა ძიუდოისტმა შეძლო. 26 აგვისტოს წარუმატებლად ამირან პაპინაშვილმა, 27-ში კი ლაშა შავდათუაშვილმა იასპარეზა.

29 აგვისტოს ასპარეზი 81 კგ-მდე წონითი კატეგორიის ძიუდოისტებს დაეთმობათ, სა
დაც ქართველთაგან ტატამზე ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლევან წიკლაური გავლენ.

ასევე იხილეთ:
ნუგზარ ტატალაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი 28 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატზე იჭიდავებენ
მკითხველის კომენტარები / 5 /
ყველა კომენტატორს: რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ!
მჯობნის არ მგობნი არ დაილევა! ნუ აგყავთ ცაში ქართველი სპორცმენები და ნუ გვაჯერებთ რომ ყველაზე მაგრები არიან!
და მერე ვაი ეს რა მოხდა, როგორ მოგვივიდა და პაპაჩემი რომ ბებიაჩემი ყოფილიყო ჩემპიონები გავხდებოდით!
ქაჯები ხართ და ქაჯებათ დარჩებით!
და საერთოდ რასაც კომენტარს უკეთებთ ის სპორტის ის სახეობა მაინც შეისწავლეთ! ხანდახან მგონია რომ ბრმები ხართ ან საერთოდ აზრზე არხართ!
ჩუმათ,ჩუმათ,სუუ!!!!!!!!!!!!!!
v.v.a.
00:09 29-08-2013
0
და შენ ვინღა ხარ რო?
temo
09:08 29-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული