ქართველი ძიუდოისტებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე დღეც წარუმატებელი აღმოჩნდა

AutoSharing Option
28 აგვისტოს, ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტები ასპარეზობას მერვედფინალიდან გამოეთიშნენ.

ზებედა რეხვიაშვილი სლოვენიელ როკ დრაკშიჩთან, იპონით დამარცხდა, ნუგზარ ტატალაშვილი კი ყაზახ დასტან იაკბაევთან ასევე იპონით დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით რიო დე ჟანეიროში მიმდინარე პლანეტის პირველობაზე საპრიზო ადგილებზე გასვლა ვერცერთმა ქართველმა ძიუდოისტმა შეძლო. 26 აგვისტოს წარუმატებლად ამირან პაპინაშვილმა, 27-ში კი ლაშა შავდათუაშვილმა იასპარეზა.

29 აგვისტოს ასპარეზი 81 კგ-მდე წონითი კატეგორიის ძიუდოისტებს დაეთმობათ, სა
დაც ქართველთაგან ტატამზე ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლევან წიკლაური გავლენ.

ასევე იხილეთ:
ნუგზარ ტატალაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი 28 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატზე იჭიდავებენ
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯურნალისტებო რა შუაშია ყიპიანი ჩემის აზრით თავი და თავი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტია იმის გამო რომ ყვარლის გამგებელია დრო აგარ რჩება ძიუდოს მიხედოს
akaki sefashvili
20:22 29-08-2013
0
*** მინისტრი რომ გკავთ აი ფეხიც მაგას ქონია))
duda
11:17 29-08-2013
0

სიახლეები პოპულარული