ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და მისი პირველი მეტოქე ბელორუსი ევროპის ვიცე-ჩემპიონი ალექსანდრ სტიაშენკა იყო, რომელსაც ძალზე იოლად - წუთსა და 15 წამში იპონით მოუმთავრა საქმე.
აღსანიშნავია, რომ ეს ჭრიკიშვილისა და სტიაშენკას მეხუთე ორთაბრძოლა იყო. ბელორუსმა მხოლოდ ერთხელ შეძლო ჩვენებურის ძლევა.
ქართველი ძიუდოისტის მომდევნო მეტოქე არგენტინელი ლუჩენტი ემანუელია.
ასევე იხილეთ:
ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლევან წიკლაური 29 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატზე იჭიდავებენ