ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია

AutoSharing Option
ავთანდილ ჭრიკიშვილი ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია.

29 აგვისტოს 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ევროპის ჩემპიონმა რიო დე ჟანეიროში ჩატარებული ოთხივე შეხვედრა იპონით მოიგო და ფინალის საგზურისთვის რუს ივან ნიფონტოვს დაუპირისპირდება.

ჭრიკიშვილმა რიოში ჯერ ბელორუს ალექსანდრ სტიაშენკას, არგენტინელ ემანუელ ლუჩენტისა და ირანელ ამირ გასემ ნეჯადს აჯობა, შემდეგ კი მეოთხედფინალში ფრანგ ალენ შმიტს 2 წუთსა 34 წამში მოუმთავრა საქმე.

ამავე წონით კატეგორიაში ბრძოლას გამოეთიშა ლევან წიკლაური, რომელიც თავის მეორე შეხვედრაში, მონღოლ უგანბაატარ ოტგონბაატართან იუკოთი დამარცხდა.

ასევე იხილეთ:
ავთანდილ ჭრიკიშვილი და
ლევან წიკლაური 29 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატზე იჭიდავებენ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული