ავთანდილ ჭრიკიშვილი ხუთი სუფთა მოგებით მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია

AutoSharing Option
29 აგვისტოს, ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ავთანდილ ჭრიკიშვილმა ზედიზედ მეხუთე ორთაბრძოლა მოიგო იპონით და ფინალში გავიდა, სადაც ფრანგ ლუის პიეტრის დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ ჭრიკიშვილს ფრანგი წელს, დიუსელდორფის "დიდ პრიზზე" ჰყავს დამარცხებული.

ევროპის წლევანდელმა ჩემპიონმა ტურნირის ნახევარფინალში რუსი ივან ნიფონტოვი დაამარცხა. მანამდე კი სუფთად ბელორუს ალექსანდრ სტიაშენკას, არგენტინელ ემანუელ ლუჩენტის, ირანელ ამირ გასემ ნეჯადს და ფრანგ ალაინ შმიტს მოუგო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
midi avto sheubere shen gverdit saqartveloa
GOGLIKO
23:55 29-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული