აღსანიშნავია, რომ ჭრიკიშვილმა მანამდე ჩატარებული ხუთიდან ხუთი ორთაბრძოლა იპონით მოიგო. გადამწყვეტ შეხვედრაში ჭრიკიშვილი მეტოქეს იუკოს გამორჩა, ფრანგმა კი ვაზარი მოიპოვა და მიუხედავად იმისა, რომ სამი გაფრთხილება ჰქონდა, ამ უკანასკნელმა საქმე საბოლოო გამარჯვებამდე მაინც მიიყვანა.
ჭრიკიშვილმა ტურნირის ნახევარფინალში იპონით რუსი ივან ნიფონტოვი დაამარცხა. მანამდე კი სუფთად ბელორუს ალექსანდრ სტიაშენკას, არგენტინელ ემანუელ ლუჩენტის, ირანელ ამირ გასემ ნეჯადს და ფრანგ ალაინ შმიტს