ავთანდილ ჭრიკიშვილის ვაჟკაცური საქციელი დამარცხებულ რუს მეტოქესთან [VIDEO]

AutoSharing Option
ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი ახლა უკვე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონიცაა.

ჭრიკიშვილის პირველი სერიოზული ორთაბრძოლა ნახევარფინალში გაიმართა, სადაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, რუს ივან ნიფონტოვს შეხვდა.

ჭრიკიშვილმა მოწინააღმდეგეს მტკივნეული ილეთი გაუკეთა და ხელი ისე გადაუგრიხა, რომ ორთაბრძოლის დასრულებამდე 9 წამით ადრე წმინდა გამარჯვება მოიპოვა.

ნიფონტოვს ხელი იმდენად ეტკინა, ბრინჯაოსთვის საჭიდაოდ თანაგუნდელ ივან ვორობიოვთან ვეღარ გავიდა, მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ჭრიკიშვილის ღირსეული სპორტული საქციელი იყო: ქართველი ძიუდოისტი ტკივილებით შეწუხებულ მეტოქესთან მივიდა და მის
მიმართ თანაგრძნობა გამოხატა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში: ვერცხლით გატეხილი ნავსი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
გვიმრავლოს შენნაირი კაცები საქართველოში. ღმერთმა ხელი მოგიმართოს!!!
კახა
13:19 31-08-2013
0
შენ გაიხარეეეეეე
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული