ვალერი ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ბარიერი დაძლია

AutoSharing Option
რიო დე ჟანეიროში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში, წარმატებით დაიწყო ასპარეზობა ვალერი ლიპარტელიანმა.

ლიპარტელიანი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, მეორეში კი ფრანგ ლუდოვიკ გობერს შეხვდა.

მოწინააღმდეგეებმა გაფრთხილებები გაცვალეს, შემდეგ მსაჯმა ფრანგი კიდევ ერთხელ გააფრთხილა, აქ გააქტიურდა ლიპარტელიანი და ვაზარი მოიპოვა, რაც გამარჯვებისთვის ეყო.

ქართველი ძიუდოისტის შემდეგი მეტოქე გერმანელი მარკ ოდენტალია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული