მეოთხედფინალში მისი მეტოქე შვედი იოაკიმ დვარბი იყო, რომელსაც ოთხი გაფრთხილება მიაღებინა და გზიდან ჩამოიშორა.
მანამდე ლიპარტელიანმა ფრანგ ლუდოვიკ გობერს ვაზარით, გერმანელ მარკ ოდენტალს კი იპონით აჯობა.
ნახევარფინალში ლიპარტელიანის მეტოქე რუსი კირილ დენისოვი იქნება, ვისთანაც 7-დან ბოლო 6 პაექრობა წააგო. ბოლოს ლიპარტელიანი მასთან წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა და ახლა რევანშის აღებას შეეცდება.